როგორ შეიცვლება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკა?

როგორ შეიცვლება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკა?
ეროვნული ბანკის მონეტარული ანგარიშის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომისა და, ასევე, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკის დაბალი ტემპით ზრდაა მოსალოდნელი. აღნიშნულის ძირითადი მიზეზები გლობალურად ჯერ კიდევ გამკაცრებული ფინანსური გარემო და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციაა, რაც მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას იწვევს. პარალელურად მაღალია გაურკვევლობაც.
თუმცა სების ინფორმაციით, უმეტეს ქვეყნებში, წლის დასაწყისში არსებული ციკლური ფაქტორები სუსტდება და ეკონომიკური აქტივობა უახლოვდება მის პოტენციურ დონეს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ივლისის შეფასების მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 3.2%, ხოლო 2025-ში – 3.3% იქნება. ამასთან, ინფლაცია წინა წელთან შედარებით დაიკლებს და 2024 წელს 5.9%, ხოლო 2025 წელს კი 4.4%-ია მოსალოდნელი. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2024 წელს, ისევე როგორც 2025-ში, 4.3%-ს უტოლდება. რაც შეეხება ინფლაციას, 2024 წელს 8%, ხოლო 2025 წელს – 6%-ია მოსალოდნელი. 2024 წლის მეორე კვარტალში, ჯერ კიდევ გამკაცრებული ფინანსური გარემოს ფონზე, ინფლაციური წნეხი ნელი ტემპით მცირდებოდა როგორც განვითარებულ, ასევე მზარდ და განვითარებად ქვეყნებში. აღნიშნულს ხელი შეუწყო საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე საკვები პროდუქტების ფასების კლებამ. თუმცა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების ზრდა შეინიშნება. ასევე მაღალია მომსახურების ინფლაცია, რაც, გლობალურად, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესს აფერხებს.
2024 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება ნელი ტემპით გაგრძელდა -ში. ერთის მხრივ, ძლიერი იყო სამუშაო ბაზრის პირობები და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა სამრეწველო პროდუქციის წარმოება და საცალო გაყიდვები. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი ფინანსური გარემო უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე. ამასთანავე, მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ნარჩუნდება ინფლაციის წლიური დონეც, რომელმაც ივნისში 3% შეადგინა. სსფ-ის შეფასებით, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა აშშ-ში 2.6% იქნება, ხოლო 2025 წელს – 1.9%-ია მოსალოდნელი. რაც შეეხება ინფლაციას, 2024 წელს 3.1%-ია პროგნოზირებული, ხოლო 2025 წელს 2%.
2024 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის ტემპი გაუმჯობესდა ევროზონაში. აღნიშნული დიდწილად განპირობებულია გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯებით, განსაკუთრებით მომსახურების სექტორში, ასევე გაუმჯობესებული ექსპორტით. ივნისში, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2.5% იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნები აგრძელებენ ეკონომიკური სანქციების დაწესებას ს წინააღმდეგ, რაც წნეხს ქმნის მათ ეკონომიკაზე. სსფ-ის შეფასებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10% ევროზონისთვის, ხოლო 2025 წელს – 1.5%. მოსალოდნელი ინფლაციის დონე 2024 წელს 2.4%-ია, ხოლო 2025 წელს კი – 2.1%-ია.
2024 წლის მეორე კვარტალში, დაბალი ეკონომიკური აქტივობა იყო თურქეთში. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია თურქული ლირის კიდევ უფრო გაუფასურებით და ამის ფონზე ინფლაციის კიდევ უფრო გაზრდილი მაჩვენებლით. გაუარესდა საგარეო სექტორი და შემცირდა წარმოების ინდექსიც. თუმცა კვლავ ძლიერი იყო შიდა მოთხოვნა. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის შემცირება, მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების ფონზე. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ივნისში მან 71.6% შეადგინა. სსფ-ს შეფასებით, 2024 წელს თურქეთის რეალური ეკონომიკური ზრდა 3.6% იქნება, ხოლო 2025- ში – 2.7%-ია მოსალოდნელი. პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2024 წელს – 59.5%-ია, ხოლო 2025 წელს კი 38.4%.
2024 წლის მეორე კვარტალში კვლავ დაბალი აქტივობა ეკონომიკური იყო რუსეთში, სადაც შემცირდა საცალო გაყიდვები, ასევე გაუარესდა შრომის ბაზარი, რეალური ხელფასების შემცირების ფონზე. მაღალია ფისკალური დეფიციტიც. თუმცა, ბოლო პერიოდში მცირედ გაუმჯობესდა საწარმოო, ასევე ნავთობის მოპოვება/გადამუშავების სექტორი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე გაუარესებული რჩება როგორც ბიზნეს გარემო, ასევე ინვესტიციების მოცულობა და საგარეო სექტორი. გაზრდილია ინფლაციური მაჩვენებელიც და წლიური ინფლაციის დონემ ივნისში 8.6% შეადგინა. სსფ-ის შეფასებით, რუსეთის რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 3.2%, ხოლო 2025 წელს კი – 1.5% იქნება. პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2024 წელს – 6.9%-ია, ხოლო 2025 წელს – 4.5%.8 რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ში მძიმე გავლენა აქვს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით. განადგურებულია მრავალი კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რაც ეკონომიკის პოტენციალს ამცირებს. სსფ-ის შეფასებით, უკრაინის რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 3.2%-ის, ხოლო 2025 წელს – 6.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ინფლაციის საშუალო დონე 2024 წელს – 6.4%, ხოლო 2025 წელს კი 7.6%-ია პროგნოზირებული.
2024 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალი იყო სომხეთში. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია გაზრდილი საკრედიტო აქტივობით და სამომხმარებლო დანახარჯებით. ასევე, მაღალი აქტივობა იყო სამშენებლო სექტორში. თუმცა, მეორეს მხრივ, საწარმოო სექტორი გაუარესდა. აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, ქვეყნის შიგნით გაურკვევლობა გაიზარდა. ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ივნისში 0.8% იყო. სსფ-ის შეფასებით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 6%-ს გაუტოლდება, ხოლო 2025 წელს 5.2%-ია მოსალოდნელი. ინფლაცია 2024 წელს 3.1%, ხოლო 2025 წელს კი – 3.7%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.
2024 წლის მეორე კვარტალში, ზრდის ტემპები გაუმჯობესდა აზერბაიჯანში. აღნიშნულს განაპირობებს მომატებული აქტივობა როგორც ნავთობისა და გაზის, ისე არასანავთობო სექტორებში. გაუმჯობესდა საცალო გაყიდვები. იმავდროულად, ინფლაციის წლიური დონე შემცირდა და ივნისში 1.1% შეადგინა. სსფ-ის შეფასებით11, აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 2.8%-ს გაუტოლდება, ხოლო 2025 წელს – 2.3% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წელს 3.5%, ხოლო 2025 წელს კი 5%-ია მოსალოდნელი.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ნაწილმა, 2024 წლის მეორე კვარტალში, ჯერ კიდევ მაღალი ინფლაციური წნეხისა და მოლოდინების საპასუხოდ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნეს. კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი 5.25-5.5% შუალედში დატოვა. თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50%-ზე, ხოლო რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კი – 16%-ზე შეინარჩუნა. იმავდროულად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, შედარებით სუსტი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, განაკვეთის შემცირება დაიწყო და იგი 4.25%-მდე დაწია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ