“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 4.61%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 100.9 გირვანქა სტერლინგია.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 5.07%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 42.5 გირვანქა სტერლინგი ღირს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 3.21%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 33.75 გირვანქა სტერლინგს უტოლდება
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 4.96 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამ ეტაპისთვის 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1.57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 30.36%-ით გაიზარდა, “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 13.09%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი 58.08%-ითაა გაზრდილი.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.
წყარო: Galt & taggart




