ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 0.13%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.80 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.86 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში “საქართველოს ბანკის” აქციების მატება 24.7%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.91%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 27.85 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.53 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში “თიბისის” აქციების ფასი 11.4%-ითაა გაზრდილი.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.37%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.72 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 499.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 29.1%-ითაა გაზრდილი.