ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს.
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 2.29%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 76.05 გირვანქა სტერლინგია.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.51%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 44.95 გირვანქა სტერლინგი ღირს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 0.85%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 23.70 გირვანქა სტერლინგია.
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 3.73 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. “თიბისი ბანკის ჯგუფის” -2.47 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ღირებულება 43.76%-ით გაიზარდა, “თიბისი ბანკის ჯგუფის” – 11.40%-ით, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” 55.10%-ითაა გაზრდილი.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart
