ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს.
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 2.46%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 71.50 გირვანქა სტერლინგია.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.83%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 42.95 გირვანქა სტერლინგი ღირს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 3.30%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 23.50 გირვანქა სტერლინგია.
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 3.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.37 მილიარდ გირვანქა სტერლინგია. “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.09 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
რაც შეეხება 6_თვიან მონაცემებს, ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 33.40%-ით გაიზარდა. “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 1.04%-ითაა შემცირებული, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” ქციების ფასი ბოლო 6 თვეში 55.42%-იან ზრდას აჩვენებს.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart
