ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 1.87%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.83 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.76 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში “საქართველოს ბანკის” აქციების მატება 31.7%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.43%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 29.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.64 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში “თიბისის” აქციების ფასი 16.3%-ითაა გაზრდილი.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.56%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.68 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 467 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 29.1%-ითაა გაზრდილი.