საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიით არის წარმოდგენილი.
უახლესი, 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 0.74%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.00 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.79 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 25.65%-ით შემცირდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება 0.35%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 28.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 17.05%-ით შემცირდა.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.58%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.34 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 409.83 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 23.18%-ით შემცირდა.