საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 3.91%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.15 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.02 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 15.24%-ით შემცირდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.50%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 27.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.53 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 14.06%-ით შემცირდა.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 5%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 489 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 20.57%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart