როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
ს” (BGEO) აქციების ფასი 4.76%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.84 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 22.50%-ით შემცირდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.15%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 26.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.45 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 19.42%-ით შემცირდა.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.41%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 466 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 20.76%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart

ასევე დაგაინტერესებთ