როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, თუმცა დღეს ფასებმა ორ მათგანზე გარკვეულწილად ზრდა აჩვენა.
თბილისის დროით 12:00 საათისთვის:
ს“ (BGEO) აქციების ღირებულება 2.04 %-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 38.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 0.77%-ია. ბანკის ერთი აქცია 26.05 გირვანქა სტერლინგი ღირს.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 0.61%-ით გაიზარდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 9.89 გირვანქა სტერლინგი გახდა.