როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე – გასული კვირის მონაცემები

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონისთვის“ მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა.
ს“ (BGEO) აქციების ფასი 7.60%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.82 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
„TBC PLC-ის“ აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.14%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.40 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 5%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 442 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
წყარო: Galt & Taggart

ასევე დაგაინტერესებთ