როგორ შეიცვალა საწვავის ფასები ევროპაში – ბოლო 2 კვირის მონაცემები

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი არ შეცვლილა – 0,00 – 1,49 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა – 0.01 – 1,49 ევროთი/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
30 იანვრის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,12 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.26 ევროს, დიზელის საწვავი – 1,94 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,92 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,08 ევროს, დიზელის საწვავი – 1,89 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,77 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.87 ევროს, დიზელის საწვავი – 1.85 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი – 0,52 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,56 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,67 ევრო, დიზელის საწვავი – 0,66 ევროს.

ასევე დაგაინტერესებთ