როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
სამშაბათს, 7 აპრილს, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება შეცვალა. ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის განბლოკვასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press (AP) ავრცელებს.
მათი განმარტეით, ტრამპმა ომის დეესკალაციისკენ კურსი თეირანისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ორ საათზე ნაკლებ დროში აიღო. მანამდე ის ირანს კაპიტულაციას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმით იმუქრებოდა და “ცივილიზაციის განადგურებაზე” საუბრობდა.
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა და პარასკევიდან პაკისტანში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. არც ირანს და არც აშშ-ს არ დაუკონკრეტებიათ, ზუსტად როდის დაიწყებოდა ზავი; 8 აპრილს, დილით ისრაელში, ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონში თავდასხმები მაინც დაფიქსირდა.
AP წერს, რომ ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა, თუმცა პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება არ ეხება ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ ბრძოლას. მისი ოფისის განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს ტრამპის გადაწყვეტილებას დარტყმების შეჩერების შესახებ იმ პირობით, თუ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე.
პაკისტანის პრემიერმინისტრის თქმით, რომელიც მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ასრულებს, ცეცხლის შეწყვეტის პირობები ისრაელსა და “ჰეზბოლას” ლიბანში ბრძოლის შეჩერებისკენაც მოუწოდებს.
ცეცხლის შეწყვეტის პროცესი გაურკვევლობით იყო მოცული მას შემდეგ, რაც ირანმა 10-პუნქტიანი გეგმის განსხვავებული ვერსიები გამოაქვეყნა. ირანულენოვან ვერსიაში ნახსენები იყო ფრაზა “გამდიდრების აღიარება” (ბირთვული პროგრამისთვის), თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ფრაზა არ ფიგურირებდა ინგლისურენოვან ვერსიაში, რომელიც ირანელმა დიპლომატებმა ჟურნალისტებს გაუზიარეს.
თავდაპირველად ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა “მისაღები” 10-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რაც აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვალში დაწყებულ ომს დაასრულებდა. თუმცა მოგვიანებით მან ამას დეტალების დაზუსტების გარეშე “თაღლითური” უწოდა. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის სრული დასრულება ამ ომის მთავარი მიზანი იყო.
ოთხშაბათს დილით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ირანის დედაქალაქის ქუჩებში პროსამთავრობო დემონსტრანტები სკანდირებდნენ: “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი მომრიგებლებს!” და ამერიკისა და ისრაელის დროშებს წვავდნენ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სრუტეში გავლა ირანის სამხედრო ზედამხედველობის ქვეშ იქნება ნებადართული. AP წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირანი სრულად მოხსნის ბლოკადას ამ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე.
სრუტეზე კონტროლის გარდა, ომის დასასრულებლად ირანის მოთხოვნები რეგიონიდან აშშ-ის საბრძოლო ძალების გაყვანას, სანქციების მოხსნას და მისი გაყინული აქტივების გათავისუფლებას მოიცავს. ომის დაწყების დღიდან ტრამპმა არაერთხელ გადაწია დაწესებული ვადები მათი ამოწურვის წინ.
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
7 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს პაკისტანის პრემიერმინისტრ შაჰბაზ შარიფთან და გენერალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე მოხდა. შარიფმა მანამდე ტრამპს ვადის ორი კვირით გაგრძელებისკენ მოუწოდა, რათა დიპლომატიას შანსი მისცემოდა.
“თითქმის ყველა სადავო საკითხზე აშშ და ირანი შეთანხმდნენ, თუმცა ორკვირიანი პერიოდი საჭიროა შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად,” — განაცხადა ტრამპმა.
AP-ის ცნობით, ისრაელში ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეშფოთება არსებობს. ინფორმირებული წყაროს თქმით, ისრაელს მეტის მიღწევა სურდა. ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი კვლავ მიწისქვეშა ობიექტებშია განთავსებული, რაც ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
შეგახსენებთ, ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნის ვადები რამდენჯერმე გაახანგრძლივა. 21 მარტს ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით პირველად დაემუქრა, თუ სრუტე 48 საათში “სრულად არ გაიხსნებოდა”. ორი დღის შემდეგ მან თქვა, რომ დარტყმებს კიდევ ხუთი დღით — 28 მარტამდე გადადებდა, სანამ ირანთან “კარგი” და “პროდუქტიული” მოლაპარაკებები გრძელდებოდა. ირანმა ოფიციალურ პირებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის რაიმე სახის კონტაქტი უარყო. აღნიშნული თარიღის მოახლოებისას ტრამპმა ბოლო ვადა კიდევ 10 დღით, 6 აპრილამდე გადასწია.
6 აპრილს ირანმა აშშ-ის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით The New York Times-მაგაავრცელა. გეგმა პაკისტანის მეშვეობით გადაიცა, რომელიც კონფლიქტში მთავარი შუამავლის როლს ასრულებს.
ორშაბათს, 6 აპრილს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა, რომ თუ მისი პირობები7 აპრილს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე არ შესრულდება, ის ირანის მასშტაბით დამანგრეველი საჰაერო დარტყმების შესახებ ბრძანებას გასცემდა.
ცნობისთვის, 8 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან “ლომის ღრიალი”, ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — “ეპიკური მრისხანება” ეწოდა.
თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის ახალ სულიერ ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა აირჩიეს. “ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს” (HRANA) მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მსხვერპლთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.
დონალდ ტრამპი: “დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება” დონალდ ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს “არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს” — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
კომენტარები
გადახედვა
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
ერთი წუთის წინ
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
26 წუთის წინ
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
33 წუთის წინ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
გადახედვა
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
ერთი საათის წინ
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა
ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა
2 საათის წინ
ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
2 საათის წინ
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
გადახედვა
ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ
2 საათის წინ
ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ
გადახედვა
როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური
4 საათის წინ
როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური
წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს
5 საათის წინ
წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
6 საათის წინ
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
Samsung Electronics — უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
6 საათის წინ
Samsung Electronics — უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
გადახედვა
გაიცანით პონჩო — ცუგა, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა
6 საათის წინ
გაიცანით პონჩო — ცუგა, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა
ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
7 აპრილი, 16:37
ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
გადახედვა
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
7 აპრილი, 15:11
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
7 აპრილი, 14:09
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
ირაკლი კუპრაძე: “ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის”
7 აპრილი, 13:53
ირაკლი კუპრაძე: “ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის”
გადახედვა
დონალდ ტრამპი: “დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება”
7 აპრილი, 13:42
დონალდ ტრამპი: “დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება”
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
7 აპრილი, 12:50
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
გადახედვა
როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
7 აპრილი, 12:34
როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
გადახედვა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
7 აპრილი, 11:41
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
7 აპრილი, 11:31
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
კვირის ტოპ-5
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა939 ნახვა
“მასე შენს ყოფილებს ესაუბრე” — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას688 ნახვა
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ490 ნახვა
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს232 ნახვა
რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?232 ნახვა
გირჩევთ
Sci-Tech
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
გადახედვა
კრიმინალი
დააკავეს “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
დააკავეს “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გადახედვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
ეკონომიკა
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
გადახედვა
პოლიტიკა
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
გადახედვა
გართობა
ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა
ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა
გადახედვა
პოლიტიკა
რამზან კადიროვი “მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” დააჯილდოვეს
რამზან კადიროვი “მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” დააჯილდოვეს
გადახედვა
სამართალი
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
პოლიტიკა
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
პოლიტიკა
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
ახლა კითხულობენ
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
7 აპრილი, 07:30
კარიერის დასაწყისში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი გარემოს პოვნაა, სადაც შენს შესაძლებლობებს დაინახავენ, იდეებს მოისმენენ…
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან