გაზქურა ნებისმიერ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკაა. თუ იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნები, რომლებიც პრიორიტეტს გაზქურას ანიჭებენ, მაშინ განაგრძე კითხვა. ამ სტატიაში განვიხილავთ გაზქურების ტიპებს, მათი კომფორებისა და ღუმელების თავისებურებებს და დაგეხმარებით იდეალური მოდელის შერჩევაში.
ბაზარზე, ძირითადად, სამი ტიპის გაზქურას შეხვდები:
· სტაციონარული გაზქურები
ეს მოდელები ერთ მოწყობილობაში აერთიანებს ქურის ზედაპირს და ღუმელს. მათი ინსტალაცია მარტივია და საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სივრცე არ აქვს შეზღუდული.
· ჩასაშენებელი გაზქურები
ჩასაშენებელი გაზქურები პოპულარულია თანამედროვე სამზარეულოში. ისინი ადვილად თავსდება სამზარეულოს ავეჯში, რაც უფრო ესთეტიკურ და კომპაქტურ დიზაინს ქმნის ინტერიერში.
· ქურის ზედაპირები
ამ მოდელების უპირატესობა მცირე ზომა და კომპაქტურობაა, ასევე, მარტივია მისი გადაადგილებაც.
გაზქურის ზედაპირები სხვადასხვაგვარია:
· გაზზე მომუშავე კომფორები არის კლასიკური ვარიანტი, რომელიც პოპულარულია თავისი დაბალი ენერგომოხმარებით. მათზე შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ჭურჭელი.
· ელექტრო კომფორები არის ის, რასაც თანამედროვე სამზარეულოებში ხშირად შეხვდები. ისინი თანაბრად ხურდება და ტემპერატურის ზუსტი კონტროლის შესაძლებლობას გაძლევს.
· ინდუქციური კომფორები: გაცილებით უსაფრთხოა და ენერგოეფექტური, თუმცა, აუცილებელია, რომ ჭურჭელს, რომელსაც გამოიყენებ ჰქონდეს ინდუქციურ ქურაზე მომზადების ფუნქცია.
გაზქურების ელექტრო ღუმელები მრავალფეროვან ფუნქციებს გვთავაზობს:
· ტრადიციული ცხობა – შესაფერისია პურის, ნამცხვრებისა და ხორციანი კერძებისთვის.
· გრილი – იდეალურია ხორცის, თევზის და ბოსტნეულის გამოსაცხობად.
· კონვექცია – გამოიყენება თანაბარი ცხობისთვის, რაც განსაკუთრებით კარგია რთული კერძებისთვის.
· თვითწმენდის ფუნქცია – ზოგი ღუმელი აღჭურვილია თვითწმენდის რეჟიმით, რაც გეხმარება მარტივად შეინარჩუნო სისუფთავე.
გაზქურის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო:
· ზომა და სივრცე
გაზომე სამზარეულოს ადგილი, სადაც გაზქურა უნდა განთავსო. პატარა სივრცისთვის ჩასაშენებელი მოდელები იდეალური იქნება.
· ფუნქციები
აირჩიე მოდელი, რომელიც შენს კულინარიულ საჭიროებებს უპასუხებს. თუ ხშირად აპირებ კერძების გაზქურის ღუმელში მომზადებას, აირჩიე გაზქურა კონვექციის მქონე ელექტრო ღუმელით.
· ენერგოეფექტურობა
ინდუქციური კომფორები და ელექტრო ღუმელები ყველაზე ენერგოეფექტურად მიიჩნევა.
ისეთი ბრენდები, როგორებიცაა, მაგალითად, Bosch, Midea, Gorenje და Beko, ცნობილია ხარისხით და გამძლეობით.