როგორ შეაფასეს „ვისოლის“, „ლუკოილისა“ და „გალფის“ ავტოსადგურების ქონება „ლაგუნა ვერესთან“

თბილისის საკრებულო დასთანხმდა გმირთა მოედნიდან ბენზინგასამართი სადგურების გადატანას. კომპანიებს მათი ქონების შეფასება, ჯამში 7,2 მილიონი ლარი, სამართლიანად მიაჩნიათ.
როცა ავტომობილი გმირთა მოედნიდან სანაპიროზე მიდის, ჯერ “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგური შეხვდება, შემდეგ “გალფის”, ბოლოს კი “ვისოლის”. მათ შორის ყველაზე დიდი ქონება “ვისოლს” ეკუთვნის, ყველაზე პატარა შუაში მდგარ “გალფს”.
თბილისის მერიის დაკვეთით კომპანიების ქონება სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა. ფასი “კაპიტალიზაციის მეთოდით” გამოთვალეს – ამ დროს მიწის ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რა შემოსავალს იღებს კომპანია იმ ადგილიდან. ექსპერტიზა ჩაატარეს 8 წლის სტაჟის მქონე ანა თევდორაშვილმა და მასზე ერთი წლით გამოცდილმა ანი მარგველაშვილმა.

ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge