როგორ ფიქრობთ, დასავლური არასამთავრობოები პარიზს დუროვის გათავისუფლებას მოსთხოვენ? – ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, Telegram-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საინტერესოა, გაჩუმდებიან თუ არა დასავლური უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც 2018 წელს ს ხელისუფლებისგან მოითხოვეს, შეეწყვიტა Telegram-ის მუშაობისთვის დაბრკოლებების შექმნა.
„როგორ ფიქრობთ, ამჯერად ისინი პარიზს მიმართავენ და დუროვის გათავისუფლებას მოითხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ?“, – წერს ზახაროვა.
მისი თქმით, როდესაც მოსკოვს ჰქონდა პრეტენზიები დუროვის წინააღმდეგ, ის მთელი იმ ხნის განმავლობაში თავისუფალი იყო და განაგრძობდა Telegram-ის განვითარებას.
ამასთან, მისი თქმით, როგორც კი ცნობილი გახდა, საფრანგეთში რუსეთის საელჩო Telegram-ის დამფუძნებლის დაკავების საქმეში ჩაერთო.
„არ არის საჭირო ჩვენს დიპლომატებს შევახსენოთ მათი ფუნქციური პასუხისმგებლობა”, – დასძინა ზახაროვამ.
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ “ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად”.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ