როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კანალიზაციის მილები არ გაიჭედოს და არ დაზიანდეს?

ჩვენ, ადამიანებს, არ გვიყვარს დიდად საუბარი კანალიზაციაზე, ხო, ყვავილებზე საუბარი, სჯობს, გეთანხმები, მაგრამ ყვავილების თაიგულს თუ გაჩუქებენ – წყალში უნდა ჩადო, მერე ის წყალი უნდა გადაასხა და აივნიდან გადასხმას არც გირჩევ და იმედია, არც თავად მოგინდება.
ყავა გინდა? – ჭიქა უნდა გარეცხო, დალევამდე და დალევის მერე. ტანსაცმლის მოვლისთვისაც კანალიზაცია გჭირდება, სადღესასწაულო სუფრა გინდა მოამზადო? რას იზამდი კანალიზაცია რომ არ მუშაობდეს გამართულად? მოახერხებდი ამდენი კერძის მომზადებას, სახლის კარგად დასუფთავებას? კანალიზაციის მილები ჩვენი კომფორტული და ლამაზი, ბედნიერი და უზრუნველო ცხოვრების ის ნაწილია, რომელიც არც ჩანს, არც გვინდა რომ ჩანდეს, მაგრამ მის გარეშე ძალან გაგვიჭირდებოდა.
რა არის საჭირო კანალიზაციის გასაწმენდად?
ზოგი გაიფიქრებს, რომ რკინის ჯოხი, ზოგი მეტყვის, რომ რაღაც ფხვნილი, ზოგი ტუმბოზე გაიფიქრებს და ცოტამ თუ იცის, რომ პირველ რიგში საჭიროა ადამიანი, რომელსაც აქვს საინჟინრო ცოდნა.
რად უნდა კანალიზაციის გაწმენდას საინჟინრო ცოდნა? – გაიცინებს ზოგი. ხო, რა საჭიროა, შენობის პროექტი ნახოს, რა თავში ვიხლით მილების დიაგნოსტიკას და იმის ზუსტად ცოდნას რა ადგილასაა გაჭედილი, ხომ არაა დაზიანებული და სადაა, შიდა მილებია გაჭედილი, თუ გარე, რა დიამეტრის მილებია გასაწმებდი – მოდი, ჯერ შიდა მილის გაწმენდაში გადავიხადოთ თანხა და თუ „გავარტყამთ“, ხომ კარგი და თუ არადა, მერე თავიდან გადავიხდით და გარე მილსაც გავაწმენდინებთ. არადა, იქნებ, სულ არაა გასაწმენდი და დაზიანებულია სადმე? – რა მოხდა, მესამედაც მოვიყვანთ ხელოსანს და სანამ ეს ხელოსნები ივლიან, დიდი საქმე, ვედროებს ვიყიდით, სათლებს და იქ დავაგროვებთ წყლებს – ხომ? ან, რა საჭიროა დიაგნოსტიკა, ან საინჟინრო ცოდნა, მოდი, ნებისმიერი მოწყობილობით გავწმინდოთ ნებისმიერი მილი და თუ დაზიანდება, შეიძლება მყისიერად მაინც ვერ მიხვდეთ, ბზარი სანამ გაიზრდება, სანამ მეზობელს წყალი ჩაუვა, სანამ ხელმეორედ გაიჭედება და უკვე ისე, რომ მილი გახდეს შეიძლება გამოსაცვლელი, ცოტა დრო გაქვთ, და ცოტა ხანს მაინც იფიქრებთ, რომ პრობლემა მარტივად გადაწყვიტეთ – იქნებ, ასე სჯობს?
თუ ზემოთ აღწერილმა არ მოგხიბლა, ესე იგი, უკვე მეთანხმები, რომ პირველ რიგში საჭიროა პირი, რომელსაც აქვს საინჟინრო ცოდნა. რომელიც ჯერ დიაგნოსტირებას ჩაატარებს, გაარკვევს, რა დიამეტრის მილებია, სადაა დაზიანება, რა მეთოდებით უნდა გაიწმინდოს, მექანიკური, თუ ჰიდრავლიკური, რომ არ არაფერი დაზიანდეს, რომ ხარისხიანად იქნეს გაწმენდილი და მერეღა შეუდგება მუშაობას.
რა უნდა გავაკეთო, რომ მილები არ გაიჭედოს, არ დაზიანდეს?
რეალობა ისაა, რომ კანალიზაცია რთული სიანჟინრო სისტემაა, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც სახლის დიზაინი, ასევე ჩამდინარე წყლის მოცულობა, მაცხოვრებელთა, თუ ოფისის და კვების ობიექტის შემთხვევაში, პერსონალისა და კლიენტთა საშუალო რაოდენობა, შესაბამისად, ისე უნდა იქნეს მოწყობილი ეს სისტემა, რომ არ განიცადოს დეფორმაცია, არ დაიბლოკოს ხშირად. თუმცა, როგორც უნდა იყოს მოწყობილი, დროთა განმავლობაში, ბლოკირების რისკის ქვეშ მაინც დადგება, გაჭედვის შემთხვევაში, უკვე იძულებული ხარ, სასწრაფოდ გამოიძახო ხელოსანი, ვერ დაელოდები მას, ვისი მომსახურებაც შესაძლოა, გერჩივნოს, თუ ბიზნესი გაქვს, მოგიწევს, მინიმუმ რამდენიმე საათით გააჩერო მუშაობა, ესეც საუკეთეს ვარიანტში.
თუ გინდა მილების გაჭედვამ და დაზიანებამ სერიოზული დისკომფორტი და პრობლემა, მათ შორის, ფინანსური დანახარჯი არ მოგიტანოს, გირჩევ, მილების დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური წმენდა დაგეგმო. დაგეგმვის შემთხვევაში, დრო გაქვს, აარჩიო საჭირო ცოდნისა და გამოცდილების ხელოსანი, მაგალითად, სერვისებზე, შეგიძლია დაათვალიერო განცხადებები, ყურადღებით გაეცნო კომენტარებს, რომლებსაც ის ადამიანები წერენ, რომლებმაც უკვე ისარგებლეს მათი მომსახურებით. არჩეულ კანდიდატებს დაურეკო, გაესაუბრო, შეუთანხმო.
დაგეგმილი დიაგნოსტირების და წმენდის შემთხვევაში, შეგიძლია ისეთი დრო შეარჩიო, რომ დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანო და ზარალი საერთოდ არ გქონდეს.
არ მოვყვები იმას, რომ ისეთი რამეები არ უნდა ჩაყარო კანალიზაციაში, რამაც შეიძლება გაჭედოს, ეგ ხომ ისედაც იცი. არც იმას გეტყვი, რომ დაგეგმილი წმენდა, 100 პროცენტით დაგიცავს, მაგრამ მოულოდნელი ბლოკირების რისკებს მაღალი პროცენტით დაგიზღვევს.
ძველი თქმულებაა, ზის კაცი მთის თავში და რკინას რკინაზე ურტყამს, ჰკითხავენ, რას აკეთებო? ლომებს ვაფრთხობო, პასუხობს. კი, მაგრამ აქ ხომ ლომები არ არიანო? რომ ვაფრთხობ, იმიტომ არ არიანო – დაახლოებით ესაა პრინციპი. ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, ვინც გეტყვის, რომ რად უნდა კანალიზაციის სისტემას, რომელიც არაა გაჭედილი, წმენდა – რომ არ გაიჭედოს, იმიტომ უნდა წმენდა, თორემ, უკვე ბლოკირებულს რომ წმენდა უნდა, ისედაც ყველამ იცის. თუმცა, ყველამ არ იცის, რა დისკომფორტს იწვევს ასეთი ცუდი სიურპრიზი და სჯობს, შენც მათ რიცხვში იყო, ვისაც არ გამოუცდია და არ იცის, ეს ნამდვილად დამეჯერება.
და მაინც გაიჭედა?
თუ ვერ მოასწარი გეგმიური წმენდა, თუ მაინც დაიბლოკა კანალიზაციის სისტემა, უკვე იცი, როგორი ადამიანი უნდა იპოვო, იცი, სად უნდა იპოვო, იცი რა ნიშნების მიხედვით უნდა აარჩიო, იცი, რომ სჯობს, იქ დაიწყო შერჩევა სპეცილიასტის, სადაც ბევრი განცხადებაა განთავსებული, რადგან სადაც კონკურენციაა, იქ ყოველთვის უკეთესია ხარისხი და ფასიც ეკონომიურია.
და თუ არასამუშაო საათებში გაიჭედა, ან შაბათ–კვირას, ან დღესასწაულების დღეებში? – საიტზე, სადაც ბევრი განცხადებაა განთავსებული, ამ შემთხვევაშიც შესძლებ მომსახურების პოვნას, არიან ადამიანები, რომლებიც კვირასაც მუშაობენ და საღამოს საათებშიც. კანალიზაციის ბლოკირებული სისტემით ვერ დაელოდები ორშაბათს, ან დღესასწაულების დასრულებას. კანალიზაციის გაწმენდა კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათით უნდა იყოს შესაძლებელია და ასეცაა, თუ დაგჭირდება, ხელოსანს აუცილებლად იპოვი, მეტიც, ხელოსანს იპოვი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში, იქნება ეს თბილისი, თუ , მხოლოდ საიტზე შესაფერისი განცხადების მოძებნა და დარეკვა გჭირდებათ.
წმენდის რომელი მეთოდი სჯობს?
როგორც უკვე გითხარი, კანალიზაციის წმენდა დამოკიდებულია სისტემის პროექტზე, ბლოკირების შემთხვევაში, წმენდა შესაძლებელია ჰიდროდინამიკური, ან მექანიკური მეთოდებით. ორივე მეთოდი კარგია და იდეალური მხოლოდ ის მეთოდია, რომელიც ზუსტად მორგებულია საჭიროებაზე, მთავარია, ზუსტად დადგინდეს რა არის გასაწმენდი, შენობების, ეზოს ქსელები, კოლექტორების სისტემა, ჭები, თუ სანიაღვრე მილები.
მექანიკური წმენდა გამოიყენება შიდა და გარე საკანალიაციო სისტემის ბლოკირებისას, მარტივი მეთოდია, სპეციალური სპირალები მაშინაც კი საიმედოა, თუ მილი რამდენჯერმეა უხვევს და იცვლის მიმართულებას, გამოცდილი კადრი ბრუნვის სიჩქარეს მილის და პრობლემის მიხედვით სწორად დაარეგულირებს. მექანიკური წმებდა რეკომენდირებულია ფოლადის, პლასტმასის და კერამიკის მილებზეც კი.
არსებობს ერთი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინო – მექანიკური წმენდისას მილის მაქსიმალური სიგრძეა 80 მეტრი.
ჰიდროდინამიკური წმენდა ფაქიზი, თუმცა, მოწინავე მეთოდია. წყლის წნევას და დიაპაზონს აქაც გამოცდილი კადრი უნდა არეგულირებდეს. წმენდა ხდება მაღალი წნევის ტუმბოსა და წყლის შლანგებით, არ არღვევს მილსადენების მთლიანობას, და გაწმენდის შემდეგ მილის შიდა დიამეტრი უპრობლემოდ უბრუნდება თავდაპირველ ზომას, რაც კანალიზაციის სისტემის მუშაობის ხანგრლივობას ზრდის. ამ მეთოდის უპირატესობაა ეკოლოგია, რადგან ქიმიკატების გამოყენებას არ საჭიროებს. ამ მეთოდით შესაძლებელია მილების წმენდა, მაშინ, როცა მათი დიამეტრია 30–1500 მმ–მდე მერყეობს.
საბოლოო ჯამში, ალბათ, მიხვდით, რომ წმენდის რომელი მეთოდიც უნდა გამოიყენოთ, მთავარია, პირი, ვინც სამუშაოს ასრულებს იყოს პროფესიონალი.
კერძო პირი არ ვარ, როგორ მივიღო მომსახურება?
მომსახურების მიღება შეუძლია როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირს. კანალიზაციის სისტემის წმენდა საჭიროა როგორც კერძო, ისე მრავალსართულიან კორპუსებში, სავაჭრო და გასართობ ცენტრებში, რესტორნებსა და კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და სამრეწველო დაწესებულებებში.
მეტიც, თუ ბიზნესი გაქვს, კიდევ მეტად უნდა გამოიყენო გეგმიური წმენდა, რადგან შენი, თუ მეზობლის ფართის დაზიანების გარდა, გიწევს მუშაობა გააჩერო და ფინანსური ზიანი მეტი გადგება.
აი, ისიც, ყველაზე მოთხოვნადი კითხვა – რა ღირს?
ამას წინათ, სოციალურ ქსელში, პოსტი შემხვდა – minda kanalizaciis gawmenda, momwert fasi – ათეულობით ადამიანი უკომენტარებდა და მხოლოდ ერთმა იკითხა: – კონკრეტულად, რა სახის სამუშაოა შესასრულებელი?, – და ჩემი გამოცდილებით გეტყვი, რომ ამდენი კომენტარიდან, მხოლოდ ამ ერთი კომენტარის ავტორი იყო სპეციალისტი, რადგან ფასის დათვლა, თუ არ იცი რა სამუშაოა შესასრულებელი, შეუძლებელია. იქნებ, უფრო რთულადაა საქმე? ან, პირიქით, თუ რთული ჩანს ერთი შეხედვით და რეალურად, ბევრად მარტივი სამუშაო შესასრულებელი?
ფასი დამოკიდებულია სირთულეზე, გასაწმენდად გამოსაყენებელ ოპტიმალურ ხელსაწყოებზე, მილების დიამეტრსა და ბლოკირების მასშტაბზე, იქნებ მთლიანი შიდა საკანალიზაციო სისტემაა გასაწმენდი და იქნებ, სულაც ერთი ნიჟარა, იქნებ გარე საკანალიზაციო სისტემაა გასაწმენდი, საინსპექციო ჭიდან ქალაქის კანალიზაციის გამისტრალის ჭამდე, იქნებ ჭის ამოტუმბვაც გახდეს საჭირო, ან პირიქით, არ გახდეს. იქნებ, სადრენაჟე მილების გაწმენდაც საკმარისი იყოს.
გახსოვდეს, რეკომენდირებლია საკანალიზაციო ჭები წელიწადში რამდენჯერმე გაიწმინდოს, ჭების დაბინძურებამ შესაძლოა კომუნალური ხაზები ისე დააზიანოს, რომ ბევრად მეტი ხარჯის გაწევა მოგიწიოს და არსებობს ამაზე უარესიც, ინფექციის წყარო წარმოიქმნას და ადამიანების ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი.

აბა, რას იტყვი, მართალი ვიყავი, მასალის დასაწყისში როცა გითხარი, რომ კანალიზაციის წმენდისთვის მთავარია იპოვო პროფესიონალი და სხვა ყველაფერი უკვე მეორეხარისხოვანია?

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება