ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად ადგილობრივი წარმოების პროდუქტებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევა იქცა. თემის გარშემო დისკუსია, ერთი მხრივ, “ბაკურიანის” ბოთლში სავარაუდოდ აღმოჩენილი აზოტმჟავას შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ, მეორე მხრივ კი – “იფქლის” პურში ნაპოვნი უცხო სხეულის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა გამოიწვია. ამ ცნობებს სურსათის ეროვნული სააგენტოც გამოეხმაურა და კომპანიებიც, თუმცა, საბოლოოდ, საზოგადოებისთვის მაინც გაურკვეველი დარჩა, სინამდვილეში რა მოხდა.
“სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, როდესაც პროდუქტში გარკვეული დარღვევები ვლინდება.
