“როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, ეს რომ გააკეთო?!” – ვრცელდება საგანგაშო კადრები გრიგოლეთის ტბიდან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიგოლეთის ტბაზე ვითარება საგანგაშოა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ ტბაში მომწამვლელი ნივთიერება ჩაასხა, რამაც თევზის განადგურება გამოიწვია.
“დაახლოებით, ერთი კვირის წინ გრიგოლეთის ტბაში ვიღაცამ ჩაჟონა მავნე ნივთიერებები (სავარაუდოდ კანალიზაცია) და ამოხოცა მთელი თევზეული. თევზი ხტებოდა წყლიდან ნაპირზე. ეს მოწამლული თევზი, ვიღაც უღმერთო ნაძირლებმა კოლოობით წაუღეს ჩასაბარებლად,
ადგილობრივ გამყიდველს. საბედნიეროდ, გავაფრთხილეთ ის ადამიანი და არ მიუღია ეს თევზი, თორემ მოიწამლებოდა მთელი ფოთი. მოკლედ, შევატყობინეთ გარემოს დაცვას. სავარაუდო მიზეზად ფეკალურ მასას ასახელებენ. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, რადგან რამდენიმე თვის წინ მეზობლემბა ათასობით ლიფსიტა გაუშვეს ტბაში. ახლა კიდევ ეს საწყალი თევზი გდია ნაპირზე. ტბა დაჭაობებულია, დგას საზიზღარი ლეშის სუნი. შეიძლება ითქვას, რომ ჩაიშალა სეზონი – ამ აყროლებულში სახლს ვინ იქირავებს ან სასტუმროში ვინ დარჩება? დაზარალდა, როგორც გარემო, ისე ხალხი. ულამაზესი ადგილი დაემსგავსა შრეკის ჭაობს,” – წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში.
წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!