როგორ უნდა გადაწყდეს მიუსაფარი ცხოველების საკითხი ისე, რომ დაცული იყოს როგორც ცხოველთა უფლებები, ისე გარემოს უსაფრთხოება? – შეხვედრა “ძლიერი საქართველო-ლელოს” ცენტრალურ შტაბში

როგორ უნდა გადაწყდეს მიუსაფარი ცხოველების საკითხი ისე, რომ დაცული იყოს როგორც ცხოველთა უფლებები, ისე გარემოს უსაფრთხოება? – შეხვედრა “ძლიერი საქართველო-ლელოს” ცენტრალურ შტაბში
კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოს” ცენტრალურ შტაბში, მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა, მიუსაფარ ცოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს. მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა, მათზე ზრუნვა-პატრონობა და გარემოს უსაფრთხოება, ეს ის საკითხებია, რომელიც საზოგადოებისთვის დღეს დიდ გამოწვევას წარმოადგენს და წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
როგორ უნდა გადაწყდეს მიუსაფარი ცხოველების საკითხი ისე, რომ დაცული იყოს როგორც ცხოველთა უფლებები, ისე გარემოს უსაფრთხოება და რამდენად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების საქმიანობა ამ მხრივ.
როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, მიუსაფარ ცხოველთა ეფექტიანი მართვა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან იწყება, გამჭვირვალე ბიუჯეტით და საზოგადოების აქტიური ჩართულობით.
(R)