ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი?
ირაკლი კობახიძემ თქვა ამას წინათ: ჩვენ მეთოდურად ვმოქმედებთო. შეხედავენ ერთი სანქცია არ ამრთლეს, მეორეს იგონებენ, ამკაცრებენ და ა.შ. თანმმდერულად და მეთოდურად ცდილობენ პროტეტის მოგუდვას.
ვფიქორობ, აქეთა მხარემაც იგვეთი უნდა უპასუხოს. სპონტანურობამ და არაოგანიზებულობამ თავისი მისია შეასრულა და უკვე დრო მოჭამა. არაა აუცილებელი პროტესტში ჩართული ადამიანების ერთადერთი იარაღი მხოლოდ განწირული ქმედებები იყოს, ციხისთვის თავის გაწირვა და ა.შ. მგონია რაციონალური ბრძოლის დრო მოვიდა.
ამისთვის პირველ რიგში საჭიროა შეიქმენას პროტსტის საორგანზიაციო კომეიტეტი, სადაც გაერთიანდება ყველა აქტიური ჯგუფი და სწორედ ეს კომიტეტი დაგეგმავს, რა და როგორ გრძელდება, რომელ დრეს რა ხდება. რითი პასუხობს პროტესტი ხელისუფლების თითოეულ ქმედებას, გამკაცრებულ კანონს – თავანწირვით,თუ სტრატეგიის შეცვლით.
მაგალითად, ქუჩის გადაკეტვაზე ციხის შემოღების მერე პროტესტის პრასუხი სტრტეგიის შეცვლა შეიძლებოდა ყოფილიყო და არა ციხისთვის თავის გაწირვა, მაგრამ ვინ დაგეგმავს ამ სტრატეგიას, როდესაც პროტესს არ ყავს საორგანზაციო კომიტეტი და ყველა თავისთვის იღებს გადაწყვეტილებას?
ძალიან მარტივად შეიძლებოდა, მაგალითად, პასუხი ყოფილიყო ასეთი: ქუჩის გადაკეტვის კრიმინალზებას ახდენ? კარგი, მე მაშინ შვცვლი სტრატგიას, ქუჩას აღარ გადავკეტავ, მაგრამ სამაგიეროდ პარლამენტის წინ კარვების ქალქს გავშლი და იქ 24 საათიან მორიგეობას დავაწესებ. პროტესტი გახდება 24/7. ამას დაემატება ყოველ საღამოს მიტინგი თავის გამოსვლებით, ან გამოსვლების გარეშე, დაემტება დიდი მსველეობები ყოველ კვირა დღეს…
ეს მხოლოდ მაგალითებია. უმარავი რამის მოფიქრება შეიძლება. ოღონდ ამას ჯერ ჭირდება ხალხი, ვინც იფიქრებს, გადაწყვეტილებას მიიღებს და მერე ხალხს შესთაავზებს ანუ საჭიროა საორგანზიაციო კომიტეტი.“
