საბანკო ინდუსტრიის მომავალი უდავოდ ციფრულია – ამას არაერთი მოსაზრება თუ მიმდინარე ტენდენციები მოწმობს – ტრანზაქციები, კომუნიკაცია თუ მომსახურება ვირტუალურ სივრცეებში ინაცვლებს, თუმცა რაც უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაცია, მით მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ ტექნოლოგიებმა და მონაცემების გამოყენებამ სამომხმარებლო გამოცდილება დახვეწოს და ადამიანებს გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს მონაცემთა ანალიტიკის გუნდი საქართველოს ბანკში. ისინი მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული სერვისების შესაქმნელად და შიდა პროცესების ოპტიმიზაციისთვის იყენებენ.
ამ ინტერვიუში მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს, თუ როგორ მუშაობს მონაცემთა ანალიტიკის გუნდი სხვადასხვა დონეზე საქართველოს ბანკში უფრო სწრაფი, მოქნილი და ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მისაღებად.