,, როგორ მოხდა ასეთი საარჩევნო სასწაული?” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოცოალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,საფრანგეთში საპარლამენტო ს პირველ ტურში დიდი ანგარიშით გამარჯვებულმა პუტინის მეგობრის, მარი ლე პენის პარტიამ მეორე ტურში უზარმაზარი მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა.
როგორ მოხდა ასეთი საარჩევნო სასწაული? ძალიან მარტივად, ყველა წარსულში გადამტერებულმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხეს ის, რაც ადრე შეუძლებლად გამოიყურებოდა, ძალები გააერთიანეს, ერთმანეთის სასარგებლოდ კანდიდატები მოხსნეს და ლე პენს ნამდვილი ჯებირი დაუყენეს.
თუ ფრანგებმა შეძლეს, ჩვენ რა გვიშლის ხელს, რომ გავერთიანდეთ და “ქართული ოცნების” პირველი ადგილი არ დავუშვათ!”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ