“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” – ს ორგანიზებით, ვორქშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორქშოპი — „როგორ უნდა მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს: კრიზისიდან სტრატეგიამდე“ გაიმართება.

ღონისძიება ბიზნესის წარმომადგენლების, კომპანიების დირექტორებისა და C-level მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • კრიზისის ნიშნების ამოცნობა;
  • კრიზისის პრევენცია;
  • კრიზისის დაძლევის მიდგომები;
  • კრიზისის მართვის პროცესის სტრუქტურირება.

ღონისძიება ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება მიმოიხილონ, ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ და პირადი რეკომენდაციები ბიზნესის ტიპის, ზომისა და კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით მიიღონ.

ლარისა პატარაია ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და კრიზისების მართვის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია.

შეხვედრა ს 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში, 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

აღსანიშნავიარომ ვორქშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენსბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობასრომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსებიინდივიდუალური პროგრამებიშეთავაზებებისექტორული ანალიზები და სხვა.