როგორ მიმდინარეობს იმერეთში სასათბურე კლასტერის პროექტი? – თენგიზ ნასარიძის განმარტება

„იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე კერძო სექტორის მხრიდან დაბალი დაინტერესებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე აცხადებს, რომ გასულ წელს სწორედ ამის გამო არ დაფიქსირდა პროგრამის ბიუჯეტის ათვისება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ სახელმწიფომ სხვა მხარდამჭერი ღონისძიებებით სცადოს ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური სათბურების განვითარება.

ასევე დაგაინტერესებთ