როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

ბოლოს როდის მოახვიე ხინკალი? მე წლების წინ. სამსახურის შემდეგ, სახლში მისულს, მას შემდეგ, რაც მივალაგებ, დავრეცხავ, დავწმენდ, ვინმემ ხინკლის მოხვევა რომ მთხოვოს, ალბათ, თავს მოვიმძინარებ მყისიერად.
მართალია, ყველანიც ვამბობთ, რომ ჩვენი ხელით დამზადებული ხინკალი, პელმენი, კატლეტი, ბლინი მაღაზიაში ნაყიდს და რესტორანში დამზადებულს ბევრად სჯობს, მაგრამ ფაქტია, მაღაზიაში უფრო მეტი და მეტი სახეობის ნახევარფაბრიკატები შემოაქვთ და იყიდება, რაც მეტი შემოაქვთ – მეტი იყიდება, ესე იგი, ყველანიც ვყიდულობთ და მივირთმევთ. უბრალოდ, ზოგი ვამხელთ ამას და ზოგიც – არა.
თუ მაინცდამაინც ის გსურთ, სატრფოს, თუ მეუღლეს მოაწონოთ თავი და აჩვენოთ, როგორი გამრჯე ხართ, არც ეგაა პრობლემა, მთავარია წინსაფარი, მაგიდა და დაფა იყოს ფქვილიანი, ქვაბში კი იხარშებოდეს გემრიელად ხინკალი, თუ პელმენი, ან ტაფაზე შიშხინებდეს ბლინი, გინდ ყველიანი და გინდ – ხორციანი. მთავარი რჩევაა, ნაგავი დროულად გავიტანოთ სახლიდან, რადგან ნაგვის ვედროში, შემთხვევით, შეფუთვა არ გვიპოვონ.
ხუმრობა იქეთ იყოს და რაკი, ყველანიც ვყიდულობთ და მივირთმევთ, სჯობს, გემრიელი, ჯანსაღი ვიყიდოთ და სწორად მოვამზადოთ.
გარეგნული ნიშნები:
პირველ რიგში ვამოწმებთ ეტიკეტს, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კომპანიის სახელი, ინგრედიენტები, ენერგეტიკული ღირებულება, მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია და ასევე, შენახვის ვადები.
ნახევარფაბრიკატების ხარისხი, ცხადია, დამოკიდებულია იმ პროდუქტზე, რომლისგანაც დამზადდა. პელმენის, ხინკლის, ბლინის შემთხვევაში, ცომსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგად დამზადებული ცომს არ უნდა ჰქონდეს ბზარები, არ უნდა იყოს დატეხილი. ამიტომ, პირველ რიგში, გარეგნულად ვაკვირდებით. თუ ფორმაცვლილი არ არის, ეს უკვე კარგის ნიშანია. თუ პროდუქტს აქვს ყინულის კრისტალები, ესე იგი, მას არასწორად ინახავს მაღაზია, სავარაუდოდ, ტემპერატურული ცვლილებები განიცადა, რაც დაუშვებელია.
ცნობისთვის, გაყინული ნახევარფაბრიკატების გალღვობა და თავიდან გაყინვა კატეგორიულად დაუშვებელია.
იმ შემთხვევაში, თუ გარეგნულად მიმზიდველად გამოიყურებ და ყიდულობ, სახლში მიგაქვს, მაგრამ არ გინდა მყისიერად გამოიყენო, ინახავ –18 გრადუს ტემპერატურაზე. მოკლედ, ვცდილობთ, რომ სახლში მიტანისთანავე შევინახოთ მაცივარში, ან მოვამზადოთ. თუ დიდ გზაზე მიგვაქვს, არსებობს პატარა, მანქანის მაცივრები, რომლებიც ტემპერატურას უნარჩუნებს, ან თუ ცივი დღეებია და პროდუქტი კარგადაა გაყინული, რამდენიმე საათით მანძილზე, შესაძლოა, ისედაც არ გადნეს.
ასევე, ბარემ გეტყვი იმასაც, რომ იმის მიუხედავად, რამდენად სწრაფად ინახავ საყინულეში, სახლში მიტანისას, შენახვის ვადაში, სწორედ, გაყინულ მდგომარეობაში შენახვის ვადა იგულისხმება, ანუ, მუდამ არც გაყინულ მდგომარეობაში ინახება, ზოგადად, ეს ვადა 90 დღეა ხოლმე, ზოგჯერ ცოტა მეტი და ზოგჯერ ცოტა ნაკლები. ასე რომ აუცილებლად ნახე, რას წერს მწარმოებელი ვადაზე.
გამოყენების წესი:
ნებისმიერ პროდუქტს თავისი გამოყენების წესი აწერია ეტიკეტზე. თუ შენ იცი, ერთი კონკრეტული ბრენდის პროდუქტის სწორად მომზადების წესი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას მომზადების წესი იცი, ამიტომ აუცილებლად წაიკითხე ეტიკეტზე მომზადების წესი. თუმცა, არსებობს საშუალო, ზოგადი მაჩვენებლებიც. პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ გაყინული პროდუქტი, გაყინულ მდგომარეობაში უნდა მოხარშო და შეწვა. მაგალითად, გაყინულ პელმენს, არ ალღვობ მოხარშვამდე, ასევე, გაყინულს ყრი ადუღებულ, მარიალიან წყალში. გაყინულ კატლეტსაც არ ალღვობ, პირდაპირ ათავსებ ცხელ, ცხიმწასმულ ტაფაზე, თუ ღუმელში.
როგორც უკვე ვთქვი, არსებობს ზოგადი წესებიც, მაგალითად, ხინკალის და პელმენის შემთხვევაში, დაახლოებით 8–13 წუთიანი ხარშვა საკმარისია ხოლმე, კატლეტიც ასევე, დაბალ ცეცხლზე, მინიმუმ 15 წუთი უნდა შეწვა.
ხორცია, თუ ხორცისმსგავსი?
მაგალითად, ზოგი არაკეთილსინდისიერი ურევს სოიოს, ზოგი თაღლითი, ყველის მაგიერ სანახევროდ მაკარონს იყენებს და ა.შ.
როგორ ამოვიცნოთ?
ხორცი მომზადებისას პატარავდება, მცირდება, ასევეა ყველიც, აი, თუ სოიოს შეიცავს ხინკალი თუ კატლეტი, ან ყველიანი ბლინი მაკარონს, ან იგივე მოცულობის რჩება მათში შიგთავსი, ან სულაც იზრდება.
სიახლე:
ბოლო რამდენიმე თვეა ბაზარზე ახალი მწარმოებლის ნახევარფაბრიკატებია, მათ, ყველასთვის ცნობილი, ტკბილი ქვეყანა ამზადებს. აღმოჩნდა, რომ ტკბილი ქვეყანა, მხოლოდ ტკბილეულის მომზადებაში არ არის პროფესიონალი. მთავარია ცომი იცოდე, კარგი ხორცის, ყველის ცნობა და გული გულობდეს, ისეთი ლამაზი და გემრიელი პროდუქციით გადაახალისეს ბაზარი, რომ თვალსაც უხარია და კუჭსაც. მე რომ მკითხო, მთავარი მაინც კეთილსიდისიერებაა, თორემ, კარგი ხინკლის მოხვევასაც შესძლებს მწარმოებელი და კარგი კატლეტის მომზადებასაც. აი, კეთილსინდისიერება კი, ტკბილი ქვეყნის 2006 წლიდან დღემდე დატესტილია და ვინც მთელი წელი მის ტკბილეულს, ახალ წელს გოზინაყს და აღდგომას პასკას მიირთმევს, უპირობოდ დამეთანხმება, რომ უცვლელია.
„ტკბილი ქვეყნის“ ნახევარფაბრიკატები, შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ ქსელურ მაღაზიებში: ფრესკო, ზღაპარი, უნივერსამი.
გარდა ამისა, საუბნო მაღაზიებსა და საფირმო მაღაზიებშიც:
საფირმო მაღაზიების მისამართები:
ქარვასლა, ც.დადიანის ქ. N7;
კარფურის შენობა – საბურთალო, სულხან ცინცაძის N5)
ან საწყობის მისამართზე – თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ვახტანგ ნინუას N 3.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება