„„ჩვენთვის მთავარი გულით გაკეთებული საქმეა”, – ამბობს ზურაბ ბრეგაძე, რომელმაც 2018 წელს ქუთაისში ეზოს ხელნაკეთი ავეჯის კომპანია „ზიხარ“ შექმნა. პირველი საქანელა საკუთარი ხელით, შვილის თხოვნით დაამზადა, შემდეგ კი იდეა გაუჩნდა, რომ ეს საქმიანობა საოჯახო ბიზნესად ექცია და ხის ხელნაკეთი ავეჯის ფართო წარმოება წამოეწყო.
ასე შეიქმნა ბრენდი, რომლის სახელსა და ლოგზე ოჯახმა იზრუნა, ხარისხი და სრულყოფილება კი მის მთავარ, უცვლელ ღირებულებად იქცა.
კომპანია გასული 6 წლის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა, ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად კი მათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი აირჩიეს.
„ზიხარ“ 2018 წელს შეიქმნა. მას შემდეგ მუდმივად ვიზრდებით და პროცესში ბევრ ახალს ვსწავლობთ. გვსურდა, თავიდანვე ჩვენი ნიშა გვქონოდა, ამისთვის სპეციალურად შევისწავლეთ ხის მოხრის ტექნოლოგია, რაც ჩვენს პროდუქციას ყველა სხვა დანარჩენებისგან გამოარჩევს“, – იხსენებს ზურაბ ბრეგაძე.
მისი თქმით, ბიზნესის განვითარებაში საქართველოს ბანკის სერვისები მნიშნველოვან როლს ასრულებენ.
„ბიზნესის წარმართვა ბევრად უფრო კომფორტულია, როცა ყველა საჭირო ფუნქციონალი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ბიზნეს მობილბანკი საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის და ჩვენი თანამშრომლებისთვის ბიზნეს ბარათები ონლაინ შევუკვეთოთ და ხარჯვის ლიმიტები მარტივად დავარეგულიროთ. ეს გვეხმარება, სწორად ვმართოთ ფინანსები და ნებისმიერი ანგარიშსწორება ეფექტურად განვახორციელოთ“, – აღნიშნავს ზურაბ ბრეგაძე.
საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათი, ბიუჯეტის მართვის, აღრიცხვის და ტრანზაქციების განხორციელების პროცესს ამარტივებს. ბიზნეს ბარათები კი ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში, რომელიც 4 წლის წინ შეიქმნა და უკვე იქცა ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციად კომპანიებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია ბიზნესბარათის შეკვეთა და სასურველი ლიმიტების დაწესება არა მარტო დირექტორისთვის, არამედ ნებისმიერი თანამშრომლისთვის. ყოველი ტრანზაქცია კი ავტომატურად აღირიცხება ბიზნეს მობილბანკში. ეს ბიზნესს დროისა და რესურსების დაზოგვის საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ინახება ბარათით შესრულებული გადახდების სრული სია, რომელიც ანალიტიკური ანგარიშის მომზადებაში, ბიუჯეტის განსაზღვრაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ბიზნესს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
განაღდების დაბალი საკომისიო, ფასდაკლებები, ქეშბექები, უფასო მომსახურებები და სხვა სპეციალური შეთავაზებები ბიზნეს ბარათის დამატებითი უპირატესობებია. რაც მთავარია, ციფრულად, ბიზნეს მობილბანკში შეკვეთილი პირველი ბარათი სრულიად უფასოა.
ეს კი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია. აპლიკაციით შესაძლებელია დოკუმენტების მართვა, ფინანსური პროდუქტებით სარგებლობა, გადარიცხვებისა და გადახდების შესრულება, მარკეტინგული, ბუღალტრული და სხვა ტიპის შეთავაზებებით სარგებლობა და სხვა. ყველა ფუნქციონალის აღმოსაჩენად გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ.