North Face-ის ახალ სახედ არც მეტი, არც ნაკლები, ბიგ-ბენი გვევლინება. იმის ნაცვლად, რომ ბრენდს „ადამიანი მოდელი“ შეერჩია და ისე წარმოედგინა საკუთარი ტანსაცმელი, მასშტაბების უჩვეულოდ გაზრდა გადაწყვიტა.
თუ ჯერ ვერ მიხვდით. არქიტექტურულ ხელოვნების ნიმუშს ნამდვილი გიგანტური ქურთუკი არ აცვია. ყველაფერი CGI-ს დამსახურებაა, რომელსაც JD Sports ხელმძღვანელობს. კომპიუტერის მიერ გენერირებული ჯადოქრობა კი იმის შესაძლებლობას იძლევა, ფანტასტიკური ელემენტები ყალბ რეალობად აქციონ.
როგორც ჩანს, რეკლამირების მსგავსი ფორმა მიმდინარე წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ალბათ, პირველ რიგში იმიტომაც, რომ მოულოდნელ აღტაცებას იწვევს — რაღაც უჩვეულო შენ თვალწინაა და გიჭირს მისი სინამდვილის აღქმა. თან იმდენად უცნაურია, ცდილობ დიდხანს დააკვირდე, გაიგო რა ხდება და ასე კიდევ უფრო მეტად გებეჭდება გონებაში. ესეც რომ არა, North Face-ის მცდელობა ვიზუალურად იძლევა იმის შესაძლებლობას, კრეატიული მიმები შეიქმნას და ვირუსულად გავრცელდეს ინტერნეტსივრცეში.