25 წლის წინ პროკრედიტმა საქართველოში შემოიტანა ბიზნესის მართვის ახალი ხედვა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურა, რაც თანამშრომლის ინდივიდუალური როლის სწორად განსაზღვრასა და და მის განვითარებაზე ზრუნვას ნიშნავს. როგორც დაფუძნების დღეს, ისე ახლა, კომპანია აღნიშნული ღირებულებების ერთგული რჩება და სჯერა, რომ თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა წარმატების მთავარი ქვაკუთხედია.
პროკრედიტი თავისი კორპორაციული კულტურით, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციაზე დაფუძნებული სტრუქტურითა და მკაფიოდ განსაზღვრული ხედვებით უკვე 25 წელია, საქართველოში ევროპულ მიდგომებს ნერგავს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული თანამშრომელი თავისი პოზიციისთვის საჭირო უნარით იყოს აღჭურვილი, ამისათვის მათ დამსახურების შესაბამისად ეძლევათ შესაძლებლობა, კვალიფიკაცია აიმაღლონ მენეჯმენტისა და ბანკირების აკადემიებში, რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს.
როგორც აღნიშნული პროგრამების უპირატესობებზე, ისე კომპანიის სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, კორპორაციულ კულტურასა და ღირებულებებზე დეტალურად საუბრობს პროკრედიტის ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი – ხატია ქირია:
