როგორ ვმართოთ მარაგები ეფექტურად – ინვენტერისა და საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესებს

მარაგების ეფექტური მართვა ბიზნესის ერთ-ერთი მნიშნველოვანი გამოწვევაა. მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ბევრ კომპანიას სჭირდება იმისათვის, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანოს და საქმიანობის ოპტიმალურად წარმართვა შეძლოს.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2022 წელს კომპანია ინვენტერი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან სერვისს სთავაზობს. კომპანიამ უკვე განახორციელა 300-ზე მეტი პროექტი, მათ შორის ინვენტარიზაციის პროცესი წარმართა 100-150 ფილიალისგან შემდგარ კომპანიებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ახლა ინვენტერი ს ბიზნეს მომხმარებლებს საკუთარ სერვისზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ამ სტატიაში კი მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გურგენიძე გვიამბობს, თუ რა გზა გაიარა ინვენტერმა დაარსებიდან დღემდე და რატომ სჭირდებათ ბიზნესებს მარაგების მართვა და ინვენტარიზაცია.
„ჩვენი მიზანია, ბიზნესს დავეხმაროთ მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და აღრიცხვაში, რომ კომპანიაში არსებული დაინტერესებული რგოლისთვის – მენეჯმენტისთვის, ფინანსური მენეჯერებისა თუ ბუღალტრებისთვის – ინფორმაცია გასაგები იყოს. ამიტომ, როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, პირველ ნაბიჯებს ორგანიზაციაში შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაციის დამყარებით ვდგამთ. მას შემდეგ რაც კარგად გავეცნობით კომპანიის პროცესებსა და სპეციფიკას, ვადგენთ გზამკვლევს და ვიწყებთ პროექტის სისრულეში მოყვანას“, – ამბობს ნიკოლოზ გურგენიძე.
აღსანიშნავია, რომ ინვენტერი სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებას სთავაზობს ინვენტარიზაციას, იქნება ეს წარმოება, საცალო ვაჭრობა, იმპორტ-ექსპორტი, სასაწყობე საქმიანობა თუ სხვა. ასევე ემსახურება – სამედიცინო, სასწავლო, სავაჭრო, HORECA თუ სხვა სექტორებს.
„თითოეულ მიმართულებას საკუთარი სპეციფიკა აქვს და ინვენტარიზაციის თვალსაზრისითაც სხვადასხვა მიდგომა სჭირდება“, – აღნიშნავს ნიკოლოზი.
კომპანია „ინვენტერის“ ერთ-ერთი მნიშნველოვანი მიმართულება – საკონსულტაციო სერვისია. დაგროვებული გამოცდილების, მიგნებების და გადაწყვეტების გაზიარებით, ინვენტერი ბიზნესებს საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მართვაში უწევს დახმარებას. კონსულტაცია გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას იმაზე, თუ როგორ უნდა აღრიცხონ მარაგები, ძირითადი საშუალებები და ნედლეული, წარმოების, საცალო ვაჭრობის, რეალიზაციის, იმპორტ-ექსპორტის თუ სხვა მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო მიმართულება, ასევე, ტრენინგებსაც მოიცავს – ინვენტერი კომპანიებს საკუთარ საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს, რომელიც მარაგების მართვისა და საწყობის მენეჯმენტის მიმართულებით კომპანიაში არსებულ კადრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებათ.
შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეღავათიანი პირობებით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ ინვენტერის სხვადასხვა მომსახურებაზე. მათ შორისაა: