როგორ ვასაჩივრებთ “გზის გადაკეტვაზე” შსს-ს დადგენილებას სასამართლოში – იურისტის განმარტება

მოქალაქეების უმეტესობა ასაჩივრებს ჯარიმებს, რომლებსაც მათ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით უწესებს. პირველ ეტაპზე, გასაჩივრება უშუალოდ სამინისტროში ხდება, შემდეგ კი – სასამართლოში.
ჯარიმის სამინისტროში გასაჩივრების გზამკვლევს იურისტ ნიკა სიმონიშვილისგან შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
იმ შემთხვევისთვის კი, თუ უწყება ჩვენს საჩივარს არ დააკმაყოფილებს, შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ. ამ პროცედურისთვის სიმონიშვილმა ისევ მოამზადა დეტალური გზამკვლევი. “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს”
“გზის გადაკეტვაზე ჯარიმები ვინც გაასაჩივრა, მათ ნაწილს შსს-დან მოუვიდა დადგენილება [მეც, მათ შორის], რომლითაც უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე [როგორც მოსალოდნელი იყო] და ამიტომ გასაჩივრების ახალ სტადიაზე გადადიან ისინი.
ბევრმა მკითხა ამ დღეებში, რა ვქნათო და ამიტომ აქ დავწერ ინსტრუქციებს, როგორ ვიქცევით ასეთ დროს და როგორ ვასაჩივრებთ.
· როგორ უნდა მივიღო შსს-სგან დადგენილება?
შსს-მ ფოსტით უნდა გამოგიგზავნოთ და ჩაგაბაროთ დადგენილება და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. თუ ჯერ არ მოგსვლიათ, უბრალოდ დაელოდეთ და მანამდე ეს ამბები თქვენ არ გეხებათ.
· რა ვადაში ვასაჩივრებთ?

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება