როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის ტექშეთავაზებები My Boba-ს რეკლამის შექმნაში

ბიზნესის ზრდისთვის ეფექტური რეკლამის შექმნა და პოტენციურ მომხმარებელთა განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების მხრივ, Google Ads გლობალურად ლიდერი სარეკლამო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს ხილვადობისა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება. Google Ads-ის მეშვეობით, Google-ში სარეკლამო კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, რეკლამის ნახვა კი მომხმარებლებს Search, Display და Video სივრცეებში შეუძლიათ. ს ტექშეთავაზების ფარგლებში, Google Ads-ის გააქტიურებისას ბიზნეს მომხმარებლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.