როგორ ეწინააღმდეგებიან აფხაზეთში რუსეთის ნებას

ავტორი: ქეთი ქანთარია, თბილისი
თბილისის წლევანდელი აქციების ბოლო დღეებში ვიღაცამ რუსთაველის თეატრის კარებქვეშ წარწერა დატოვა: ,,სანდრო ახმეტელი ( 1886-1937)“. მგონი კითხვა, რატომ გაახსენდა ახლა ვიღაცას სანდრო ახმეტელი, ბევრს არ გასჩენია. 30-იანი წლების დასაწყისში მასაც არ ეშინოდა. როგორც ამბობენ, ბერიას უშვერი სიტყვებით იხსენიებდა. ახმეტელის მოღვაწეობას 1928 წლიდან ადევნებდა თვალს საგანგებო სამსახურები, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძალად გასაბჭოებულ ქვეყანას ნეპ-ის წყალობით, შემდეგ კი – ამ პერიოდის ინერციით, მეტ-ნაკლებად შეუზუდავი ცხოვრებით შეეძლო ცხოვრება. 1936 წელს დაპატიმრებულს, სხვა ბრალდებებთან ერთად ბრიტანეთის აგენტობაც წაუყენეს. ახმეტელს შვიდი თვე აწამებდნენ, ეს ბრალდებები რომ ეღიარებინა. ადვილი გამოსაცნობია, რომ 30-იანების, თანაც – კასკადურად განვითარებულ-მოძლიერებული ტერორის ეს რემინისენცია ბევრისთვის გადაჭარბებას ჰგავს – მთლად ასეც ხომ არაა საქმე. აფხაზეთში, რომელიც უკანასკნელი ათწლეული ამავე კანონის მიღებას ეწინააღმდეგება, ერთ-ერთი შესაძლო ადრესატი კითხულობს: ,, აქამდე როგორ მივედით, რომ სწორედ ამ ტრავმებგამოვლილ ხალხებს კვლავ იმ სიტყვათხმარების დროში გვიბედავენ დაბრუნებას?“
21 ივნისს ს პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ღია წერილით მიმართა უფლებათა დამცველმა ასიდა შაკრილმა ( სწორედ ისე, როგორც სამი წლის წინ – გალელი ქართველების უფლებათა შელახვის ფაქტების გამო). ასიდა შაკრილი ხელისუფლების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგადასახადო სამსახურისა და ახლა უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის (თამამად შეიძლება ითქვას – უცხო ქვეყნის აგენტის) ს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობებს და შევიწროებას აპროტესტებს.
,,ვიცი, რომ მხარს უჭერთ, და ინიციატორიც ხართ, აფხაზეთში პატივცემული ადამიანების დისკრედიტაციის კამპანიის. ამას მოწმობს აფხაზური ტელევიზიის ინტერვიუები და გადაცემები. ხელისუფლება უხეშად ამახინჯებს აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობას. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება საგადასახადო სერვისები. მაგალითად, ზოგ ორგანიზაციას ხელახლა ენიშნება აუდიტი მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლიან დაგეგმილ საგადასახადო შემოწმებებს”.
როგორც შაკრილი წერს, ასე მოექცნენ სოციალური და კულტურული ინიციატივების საქველმოქმედო ფონდს და ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრს. – ამ ორგანიზაციებს გავლილი აუდიტის დროს არცერთი დარღვევა არ ჰქონიათ – პირიქით, როგორც ჩანს, ისეთ გადასახადებსაც კი იხდიან, რომელთა გადახდა, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციებს, არ ეკუთვნით. 2023 წლის დეკემბერში ერთ-ერთმა აფხაზურმა არხმა ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის თანამშრომლების შემოსავლები გაასაჯაროვა და მინსტრ გაბელიას პირით საზოგადოებას ამცნო, თითქოს ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის 10 თანამშრომელს 17 მილიონი რუბლი აქვს მიიღებული, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომ ეს ერთი კი არა, რამდენიმეწლიანი მუშაობისა და მრავალ პროექტის წარმოართვა-მონაწილეობისათვის მიღებული გასამრჯელო იყო.
როგორც ღია წერილშია ნათქვამი, კანონის უხეში დარღვევით ამოწმებენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების პირად საბანკო ანგარიშებს. რაც უფრო კრიტიკულია ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენლები ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ, მით მეტი გულმოდგინებით ექვემდებარებიან ისინი საგადასახადო კონტროლს.
,,ოპონენტებთან გამკლავების თქვენ მიერ შერჩეული მეთოდები საზოგადოების კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს..მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ოპონენტების დისკრედიტირება და იმ პასუხისმგებლობაზე დაფიქრდეთ, აფხაზმა ხალხმა რომ დაგაკისრათ. ადრე თუ გვიან სიცრუე, რომელშიც ხელისუფლება ამოისვარა, მხილებულ იქნება“, წერს ასიდა შაკრილი.
15 აპრილს აფხაზეთის საგადასახადო სამსახურმა ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრს ანგარიშები გაუყინა – ამასთან, დაიწყო ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების პირადი ანგარიშების შემოწმება და დაბლოკვა. ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი და კიდევ არაერთი სხვასაქველმოქმედო ორგანიზაციაა – ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიმღებს, როგორც ჩანს, ,,წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებდა ორგანიზაცია მთელი ომის შემდგომი ბლოკადის განმავლობაში” , იყო სამედიცინო, საგანმანათლებლო, სასურსათო პროექტები, იყო ფსიქოლოგიური დახმარება, იურიდიული დახმაება – ეს სია ნამდვილად შთამეჭდავი იქნებოდა ქართველი მკითხველისთვის.
ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ აფხაზეთის -მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აზამატ ბაღათელიას – სოციალური და კულტურული ინიციატივების საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, კვლავ – გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით.
ასიდა შაკრილი ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო ადრინდელი პეტიციის ხელისმომწერებს ახლა ხელისუფლების დამქაშები ინტერნეტში ,,ინოგენტების“ სიად ავრცელებენ.“ დაგმობის მსურველები უკვე ჩანან, მაგრამ ვისაც ეს სიტუაცია ამაზრზენად ეჩვენება, ბევრად მეტნი არიან. ,,აი, ასეთი ატმოსფერო შექმნეს, უნდობლობისა და შიშის.“
როგორც თავად აფხაზები წერენ, ს საზღვრის კვეთისას ზოგიერთ მათგანს აჩერებენ და გაკრვეულ შემოწმებას ატარებენ. ,, აფხაზეთის ხელისუფლებიდან ვიღაც ,,არასასურველ მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან აბეზღებს,“ წერენ ისინი.
,,საზოგადოებრივი პალატის“ წევრმა, ჯგუფის თენგიზ ჯოპუამ – ასლან ბჟანიას ამავე პალატის შეხვედრაზე მოახსენა, რომ ეს კანონი მეზობელ სახელმწიფოებში ხელისუფლების მიერ ოპოზიციასთან ბრძოლის იარაღია, რომ ,,კანონი უსარგებლოა აფხაზეთის და მავნე – საზოგადოებისთვის“.
ასლან ბჟანიას საპრეზიდენტო კამპანიის დროს მრჩევლად ჰყავდა არდა ინალ-იფა, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის თანადირექტორი და შეიძლება ითქვას, აფხაზური მესამე სექტორის,ზოგადად – აფხაზური საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფიგურა, ინტელექტუალი, დღეს – უკვე უცხოეთის აგენტი. მეტიც, შეცდომა არ უნდა იყოს შეფასება, რომ ასლან ბჟანიას კანდიდატურას სწორედ აფხაზური საზოგადოების ლიბერალური ნაწილი უჭერდა მხარს, ცხადია, ამგვარად – მესამე სექტორიც. ამ წლებს თუ აჩქარებით გადავავლებთ თვალს, პრეზიდენტის მეტამორფოზა თვალს ძალზე მკვეთრად მოხვდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ალბათ ის, რაც ენგურს აქეთ – ზეწოლა – დაუნდობელი ზეწოლა რუსეთიდან, რადაც არ უნდა დაუჯდეს ამ ორ ხელისუფლებას, გაიტანონ ეს კანონი, რომლის მიზანშეწონილება ბრიყვების მეტს არავის ესმის. სწორედ ეს ზეწოლა და დამხვედრი უპრინციპობაა, რამაც ცირკის მასხრებად წარმოაჩინა შარშან და წელს საქართველოს მთელი პარლამენტი, რომელიც, ახირებული გამეორებების, უარგუმენტობის, უღირსებობისა და უტიფრობის გამო, ლამის შეშლილებად წარმოაჩენს უკვე ქვეყნის პირველ პირებს.
სიტაუციების მსგავსება იმდენად დიდია, რომ თავისუფლად შეიძლება, მხარეების შეფასებათა ურთიერთჩანაცვლება: ,, სამწუხაროდ, ასეთი ეჭვნარევი ყურადღება იმ პირებისადმი კი არაა მიმართული, ვისაც აქვს ჩრდილოვანი ბიზნესი, გარეულია კორუფციულ საქმიანობაში და ა.შ. , არამედ იმ ადამიანებისადმი, ვინც სრულიად ღია საქმიანობას ეწევა და დიდი ხანია, საყოველთაო პატივისცემა მოიხვეჭეს“ (ლ. კვარჩელია)
ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის იურისტის საიდ გეზერდავას თქმით, ჯერ კანონი მიღებული არ არის, მაგრამ რაც ხდება, მის დატესტვად შეიძლება ჩაითვალოს. ,, მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება, რა მოხდება კანონის მიღების შემდეგ, რა ზეწოლა დაიწყება ადამიანებზე.“ რასაკვირველია, პირადი ანგარიში ბ-ნ გეზერდავასაც გაუყინეს.
უცხოეთის აგენტების რუსულ კანონთან ( 2012) აფხაზური კანონმდებლობის ,,ჰარმონიზების“ მოთხოვნა ბაღაფშის დროიდან ისმის.
2022 წელს, იანვარში, 352-მა აქტივისტმა და ზოგადად, მოქალაქემ მოაწერა ხელი ,,აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მიმართვას“ და შეშფოთება გამოხატა სოხუმ-მოსკოვის ,,თანამშრომლობის’ ფარგლებში ინიციირებულ ,, უცხოეთის აგენტების კანონის“ გამო ( თითოეული ეს ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლადაა მონათლული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ინტერნეტში შეგდებულ სიებში). წელს, თებერვალში, ბჟანიამ კვლავ შეიტანა კანონპროექტი – ბოლო რედაქციით, უცხოეთის აგენტად შეიძლება გამოცხადდეს ორგანიზაცია ან კერძო პირი ( აფხაზეთის მოქალაქეცა და მოქალაქეობის არმქონეც – გალელი, მაგალითად), ვინც ,უცხოური წყროებიდან იღებს სახსრებს ან სხვა რამ ქონებას“. ერთ-ერთი საუკეთესო იურისტის (ჰპც), საიდ უფრო დეტალური განმარტებით – ,, ფიზიკურ პირთა რეესტრში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი. თქვენ ,,უცხოეთის აგენტად“ შეიძლება იქცეთ, თუ ხართ ა) ბიზნესმენი და რომელიმე სფეროს მონოპოლიზაციას ეწინააღმდეგებით; ბ) ჟურნალისტი და აფხაზეთის შესახებ სიმართლის მიტანას შეეცდებით უცხოურ გამოცემაში; გ) აფხაზეთში რეპატრირებული პირი და აფხაზურ დიასპორასთან მუშაობთ.“ ანუ, პრინციპში ნებისმიერი პირი, ვისაც აფხაზეთის ხელისუფლება მოიძულებს.
არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბრძოლის ყველაზე დიდი ტვირთი ინალ არძინბამ იტვირთა, რუსეთის ,,სტავლენნიკმა”, რომელიც 2021 წელს დაინიშნა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად. მისი მინისტრობისას შეჩერდა აფხაზეთში გაეროს პროგრამები, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთში კი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ხალხის მტრების ძიებაც, ახლანდელი გააფთრებული მეთოდებით, მისი დანერგილია. როგორც მისგან შეირისხული დამოუკიდებელი ,,ნუჟნაია გაზეტას” ჟურნალისტი იზიდა ჭანია წერს, ,,ეს ახალგაზრდა აფხაზეთში თავის დამკვიდრების მიზნით ჩამოვიდა და ამას იმ ადამიანების ხარჯზე აკეთებს, ვინც მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იცავდა ჩვენს ქვეყანას.“
მისი მოქმედებები, აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, პირდაპირი გზაა აფხაზეთის საბოლოო იზოლაციისკენ. პრინციპში, რუსეთისაგან ხელდასმული მოხელის მისიაც ხომ სწორედ ეს არის ( და უნდა აღინიშნოს, რომ ამაში თანამზრახველებად საქართველოს ყველა ხელისუფლება ჰყავს ). თუმცა აფხაზური საზოგადოების გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს გაზაფხულზე მისი საქმიანობიდან ჩამოშორება. არძინბა იქ დაბრუნდა, საიდანაც ,,კატაპულტით გადმოისროლეს” ( ი. ჭანია) და უკვე თითქოს საბოლოოდ აირჩია ტელეწამყვანის ამპლუა ( გადაცემა ,,გლობალური უმრავლესობამდე” იყო ,, დიდი თამაში”, რომლის წამყვანობა, და მინისტრობასთან შეთავსება, კარგი თვალსაჩინოება იყო, რამდენად სცემს იგი პატივს აფხაზეთს, სადაც მისი დამატებითი სამუშაო დამამცირებლად მიიჩნიეს) მოევლინა უკვე რუს მაყურებელს. გაზაფხულზევე, პირველი ეთერი რუსეთის პირველ არხზე ბაშარ ასადის ინტერვიუ იყო. ,, ადამიანი, რომელმაც კოლექტიური დასავლეთი გამოიწვია” – მისი გადაცემის ერთ-ერთი პირველი ფრაზა იყო ( უნდა ითქვას, რომ ამ ,,კოლექტიურ დასავლეთზე” აქ და იქ ერთნაირად ვიცინით) – რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ დიდია შესაძლებლობა, მალე მის გადაცემაში ირაკლი ც ვიხილოთ. არძინბას გაურკვეველ ვითარებაში მოხსნის (თითქოსდა საკუთარი განცხადების საფუძველზე) მიზეზი არ კონკრეტდება, მაგრამ როგორც ჩანს, განზოგადება შეიძლება – მან ბევრის უფლება მისცა თავს და თავისი სიხისტით, საფიქრებელია, მხოლოდ გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოება.
მის მიერ, როგორც ჩანს, არაკეთილსანდოობისთვის გამოგათავისუფლებული ყოფილი თანამშრომელი, დიმიტრიგულიას შვილიშვილი ასე გამოეხმაურა: ,,შულერ ინალ არძინბას ბანქოს სახლი ჩამოიქცა.. იმედი მაქვს, მასთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვებს უტიფრობა, დამსახურებული ადამიანებისა და თავისუფალი პრესის მიმართ უპატივცემულობა, ასევე – მრავალრიცხოვანი ბოტები, ამ შულერს რომ ემსახურებოდნენ.” და ვიღაც კიდევ შეეცდება დაამტკიცოს, რომ ყველა ეს ელემენტი, თან მომყოლ-მიმყოლი ბოტების ჩათვლით, ჩვენშიც რუსეთიდან არ არის კატაპულტირებული.
აფხაზეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში ალბათ ერთ-ერთი, ყველაზე საინტერესო, ნაყოფიერი და გავლენიანი არასამთავრობო სექტორი აქვს. აფხაზეთის აქტივში მხოლოდ ეს არ შედის – თვით ეს საზოგადოებაც არის სავსებით პროტესტუნარიანი, თითქოსდა ინტიუციურად და გამძლეობით მოთამაშე, პრინციპში – საკმაოდ შეკრულიც (აქ ხალხის იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება ეწოდოს). აქვს სახალხო დემოკრატიის გამოკვეთილი ნიშნები.
მესამე სექტორის სიძლიერის მიზეზებზე კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებები უკეთესი არგუმენტი იქნებოდა, მაგრამ გავბედავ და საკუთარ ახსნას მოვუძებნი – ეს, შესაძლოა, მოსახლეობის სიმცირისა და ნათესაური ქსელების სიმჭიდროვე-ინტენსიურობის ერთობლიობა იყოს – მცირერიცხოვან საზოგადოებაში ყველამ ყველაფერი იცის და ამა თუ იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის გაკეთებული კეთილი საქმე, სასარგებლო საქმიანობა თავს ვერ იმალავს, ამბავი ადვილად ვრცელდება. ამას გარდა, 92-93 წლის შემდეგ, ბლოკადის პირობებში, სხვა გასაქანის უქონლობის პირობებში, ამ სწორედ ამ სფეროში მოუყარა თავიაფხაზთა ინტელექტუალურ ნაწილს.
ში რუსული არმიის შეჭრიდან რამდენიმე დღე იყო გასული,როცა აფხაზეთში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი ომის საწინააღმდეგო პეტიციას, მეტწილად – ეთნიკურმა აფხაზებმა, ვინც ყველაზე დიდი სიმწარე იწვნია ქართულ-აფხაზური ომის დროს. ეს დიდ გამბედაობას მოითხოვდა ადამიანებისგან, რომელთაც რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას ( ეს კი ერთადერთი გზაა მათთვის გარე სამყაროში გასასვლელად) ლამის ყოველ ჯერზე სანდოობის ტესტის ჩაბარება უწევთ. ან მოუწევთ – ამგვარი გაბედულების შემდეგ.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ ქართულ პუბლიკაციებს აფხაზეთში ვიღაც ისეთიც ადევნებს თვალს, ვისაც საქართველოდან სოლიდარობის გამოხატვის ყველა მცდელობას საკუთარ წისქვილზე წყლის დასასხმელად გამოიყენებს – თუ ამ ორგანიზაციებს ქართველები უჭერენ მხარს, ასეთ შემთხვევაში ,,ყველაფერი გასაგებია.“ მაშინ, მათ საყურადღებოდ ესეც უნდა ითქვას: სტატიის ავტორი პირადად შეხვედრია აფხაზეთის არასამთავრობო სექტორის არაერთ წევრს. ეს შეხვედრები განამტკიცებდა შთაბეჭდილებას, რომელიც ჯერ შორიდან ყალიბდებოდა. აფხაზეთის საზოგადოების ეს ნაწილი შედგება საუცხოო კომპეტენციებისა და ადამიანური თვისებების მქონე, პატიოსანი, აფხაზეთის ბედზე მუდამ მოფიქრალი ადამიანებისაგან, რომლებიც ევროპის ნებისმიერი სახელმწიფოს საკნონმდებლო ორგანოს დაამშვენებდნენ,- თუ აფხაზეთს საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელება სურს, სწორედ ეს ადამიანების პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, წესიერება და იდეალიზმი იყო საუკეთესო არგუმენტი. იმათ, ვინც მათ დღეს აფხაზეთში ებრძვის, ამ შთაბეჭდილების მოხდენა არ შეუძლია.