როგორ ებრძვის მსოფლიო კლიმატის ცვლილებებს

გლობალური სიცხის რეკორდი თითქმის ყოველთვიურად ირღვევა. ამ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.
სტატიაში წერია, რომ -ის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCEI) უახლესი გლობალური კლიმატის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა 1850 წლიდან, გლობალური რეკორდების დაწყებიდან. ეს იყო ასევე ზედიზედ მე-14 თვე, როდესაც ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა.
NCEI ამბობს, რომ აფრიკასა და ევროპას ჰქონდა რეკორდულად ყველაზე თბილი ივლისი, სადაც ტემპერატურა წინა რეკორდულ თბილ ივლისს 0.05°C-ით აჭარბებს. მათივე ცნობით, ყველაზე ცხელი ივლისი დაფიქსირდა აზიაშიც, განსაკუთრებით მაღალი საშუალო მაჩვენებელი კი დაფიქსირდა პაკისტანში.
ექსტრემალური სიცხე ჯანმრთელობის დიდ საფრთხეს წარმოადგენს
ექსტრემალური სიცხის შედეგები ჯანმრთელობაზე შესაძლოა, კატასტროფულიც აღმოჩნდეს. 2022 წლის ზაფხულში ევროპაში სიცხემ 60000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 2021 წელს კი, მეცნიერებმა, რომლებიც 43 ქვეყნის 732 ადგილის მონაცემებს აანალიზებდნენ, დაასკვნეს, რომ 1991-2018 წლებში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 37% შეიძლება კლიმატის ცვლილებას მიეკუთვნებოდეს. სიცხე ასევე აძლიერებს ჯანმრთელობის უფრო ირიბ რისკებს, მათ შორის მალარიის გამომწვევი კოღოების რაოდენობის ზრდას, რომლებიც თბილ ტემპერატურაზე უფრო კარგად მრავლდებიან.
ვრცლად ბიზნესპრესნიუსზე

ასევე დაგაინტერესებთ