ნაომი ელეინ კემპბელი 1970 წლის 22 მაისს სთრითემში, ლონდონში დაიბადა. დედამისი, ვალერი კემპბელი იამაიკური წარმოშობის ყოფილი ბალერინაა. ნაომის მამა არასდროს უნახავს. მოდელი ხშირად აღნიშნავდა, რომ მისი ამბიციების ყველაზე დიდი მხარდამჭერი სწორედ დედა იყო.
აღსანიშნავია, რომ ნაომის იამაიკურის გარდა, ჩინური წარმოშობაც აქვს: „ჩემი ნაკვთები სრულიად ეთნიკურია და მე ამით ვამაყობ“.
ვალერი კემპბელი საცეკვაო ტურნეთი ევროპის გარშემო ხშირად მოგზაურობდა, ამიტომ პატარა ნაომის ძიძა ზრდიდა. 1978 წელს, 7 წლის ასაკში ბობ მარლიმ მუსიკალურ კლიპში Is This Love გადაიღო. 1982 წელს კი მეორე კლიპი გამოვიდა მისი მონაწილეობით.
მოდი სამყაროში 15 წლის ასაკში გამოჩნდა – 1986 წელს, ლონდონში შოპინგისას, ნაომი ცნობილმა აფრო-ამერიკელმა აგენტმა, ბეთან ჰარდისონმა შენიშნა. ერთ წელიწადში ნაომიმ სამოდელო სააგენტო Elite Model Management- თან კონტრაქტი გააფორმა.
16 წლის ასაკში ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეისელმა ამერიკული ვოგისთვის გადაიღო. ამის შემდეგ, ბრიტანული ვოგის გარეკანი დაამშვენა, 1966 წლის შემდეგ ის პირველი შავკანიანი იყო, ვინც ეს შეძლო.
“ის საოცრად, საოცრად მორცხვი იყო. თუმცა, ის ადგა და საუკეთესოდ შეასრულა მოვალეობა, თითქოს ამას ათასობით წლის განმავლობაში აკეთებდა”, – იხსენებდა სტივენ მეისელი მოგვიანებით.
მოდელი ხშირად ამბობდა, რომ კანის ფერის პრობლემის გამო დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან პრობლემები შეჰქმნია. მსგავსი ფაქტების შემდეგ, მას მხარი მისმა მეგობრებმა კრისტი ტორლინგტონმა და ლინდა ევანგელისტამ დაუჭირეს.
“ვამაყობ, რომ მოდის სფეროში კარიერის აწყობაში სხვადასხვა რასის მოდელებს დავეხმარე. ეს „ბრძოლა“ ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ პროგრესი აშკარაა. იოცნებეთ… და არასოდეს იფიქროთ, რომ ოცნებები არ ასრულდება. ისინი თქვენს მიზნებად, მისწრაფებებად აქციეთ. მაშინაც კი, თუ დიდხანს გიწევთ ლოდინი, არ ჩათვალოთ, რომ ეს ამაოა. ღირსეული და მშრომელი ადამიანების ოცნებები ყოველთვის ახდება. უბრალოდ, უნდა დაელოდოთ.” – ამბობდა ნაომი.
ნაომი 50 წლის ასაკში გახდა დედა. 2021 წლის მაისში მოდელს ქალიშვილი შეეძინა. ბავშვის მამის ვინაობა უცნობია. 2023 წელს ნაომი მეორე შვილის, ბიჭის დედა გახდა.
”როგორი დიდი პატივია, ეს ღვთის საჩუქარია, არასდროსაა გვიანი გახდე დედა, თავს კურთხეულად ვგრძნობ, ახლა ხომ უკვე ბიჭიც მყავს.
“გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ მშობელი გავხდებოდი, ეს უდიდესი ბედნიერებაა, შეგრძნება, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეცადა” – წერდა მაშინ ნაომი სოციალურ ქსელში.
