როგორ “დაიპყრო” ელენე მახარაშვილმა ქართველი მაგნატის სასახლე ნიუ-იორკში -როგორია მოდელის ამერიკული ცხოვრება ირაკლი კვირიკაძესთან დაშორების შემდეგ – Marao

როგორ “დაიპყრო” ელენე მახარაშვილმა ქართველი მაგნატის სასახლე ნიუ-იორკში -როგორია მოდელის ამერიკული ცხოვრება ირაკლი კვირიკაძესთან დაშორების შემდეგ – Marao
ცნობილი ქართველი მსახიობები, ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი დაშორდნენ. წყარო გვიყვება, რომ წყვილი დიდი ხანია რაც ერთად აღარ არიან. ელენეს წაშლილი აქვს სოციალური ქსელიდან ირაკლისთან ერთად გადაღებული ფოტოები.
მახარაშვილმა და კვირიკაძემ 2018 წელს ოფიციალურად ნიუ იორკში იქორწინა. საქორწილო წვეულებაზე წყვილის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
ირაკლი კვირიკაძე საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რეზო გიგინეიშვილმა „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლი ითამაშა. ბოლო ერთი წელია კი სერიალ “ცვალებად ნიშნებში” გადაიღეს. კვირიკაძე ქართველი თინეიჯერი გოგონების გულთამპყრობლად იქცა.
ელენე ამერიკაში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს, თუმცა ამის შესახებ ქვევით მოგიყვებით.
2023 წლის მაისში ირაკლი კვირიკაძე მეუღლესთან დაკავშირებით Ambebi.ge-ს უყვებოდა:
“ღვინის კეთებამ გამიტაცა. ბოლო პერიოდში კორნელის უნივერსიტეტში ღვინის კურსები გავიარე. ახლა მინდა, ნელ-ნელა პრაქტიკაზე გადავიდე და ეს საქმე მსახიობობის პარალელურად ვაკეთო. ელენე, ჩემი მეუღლე ძალიან პრაგმატული და ჭკვიანი გოგოა, მასაც აგრონომიის მიმართულება აინტერესებს. ამერიკაში ფერმაში იყო წასული და კურსები გაიარა. იდეა გვაქვს, აგრონომიის მიმართულებით მომავალში ერთად ვიმუშაოთ.“
ელენე მახარაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია მათ შორის, ვინც უცხოეთში წარმატება მოიპოვა. კარიერა თბილისში, ნინო ცქიტიშვილის სააგენტო Look Models-ში დაიწყო. მალე აზიის ქვეყნებში გაემგზავრა, შემდეგ კი სამუშაოდ პარიზში, მოგვიანებით მილანში წავიდა. ამჟამად ელენე ნიუ-იორკში, სააგენტო Next Models-ის კონტრაქტორია.
სამოდელო ინდუსტრიაში თავი გამორჩეული ვიზუალითა და მონაცემებით დაიმკვიდრა. პირველად ჟურნალ Le Figaro – ში დაიბეჭდა ჩემი ფოტო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი მოდელი იღებდა კასტინგში მონაწილეობას. ვერც ვიფიქრებდი, მათგან მე თუ შემარჩევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ამის შემდეგ კი იყო, „Vogue”, „Elle,” –ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ელენე წარმატებული სამოდელო კარიერის პარალელურად, მსახიობობითაცაა გატაცებული. მან 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინირებულ ფილმში, Light Falls – „სინათლის დაცემა“ მთავარი როლი შეასრულა.
ირაკლი კვირიკაძემ და ელენე მახარაშვილმა 2018 წელს იქორწინეს . ისინი ამერიკაში ცხოვრობდნენ და ორივე აქტიურად ზრუნავდა კარიერულ განვითარებაზე. ირაკლი გასულ წელს ამერიკიდან საქართველოში „ცვალებადი ნიშნებისთვის“ დაბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის მეუღლეს დაშორდა.