როგორ დაეხმარა საქართველოს ბანკის ბიზნეს შეთავაზებები “ტესსუტოს” განვითარებაში?

„ბავშვობიდან მიზიდავდა ქსოვილი და მისი მრავალფეროვნება. როცა ვმოგზაურობდი და ვიგებდი მეტს სხვადასხვა ქვეყანაში დიზაინის გადაწყვეტებზე, მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაშიც გადმომეტანა – აქედან დაიბადა “ტესსუტოს” შექმნის იდეა“, – იხსენებს თამუნა მალაყმაძე, კომპანია “ტესსუტოს” დამფუძნებელი.
“ტესსუტო” 2018 წლიდან ქართულ ბაზარზე მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ტექსტილის ნაწარმს სთავაზობს. „ვიმეგობროთ ინტერიერში“ ეს ტესსუტოს სლოგანია და კარგად გადმოსცემს მისიას – ფარდებით, თეთრეულით, საავეჯე ქსოვილით თუ სხვა პროდუქციით, ადამიანებს ფუნქციური და მყუდრო გარემოს შექმნაში დაეხმაროს.
„თავდაპირველი მიზანი შოურუმის გახსნა იყო, შემდეგ – სამკერვალოს. ნელ-ნელა მივხვდი, რომ შეგვეძლო მსხვილი ბიზნესებისთვისაც გაგვეწია მომსახურება და დღეს მუდმივად ვთანამშრომლობთ ათეულობით სასტუმროსა და კიდევ უფრო მეტ ადამიანთან, რომლებსაც პირადი სივრცის მოწყობა სურთ“, – ამბობს თამუნა და აღნიშნავს, რომ ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმისას სწავლაზე, ცოდნის შეძენაზე იყო ორიენტირებული და ამ გეზიდან არც შემდგომში გადაუხვევია.
„რაც უფრო ვითარდები, მეტი საჭიროება ჩნდება და გჭირდება დახმარება სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად“, – აღნიშნავს ის.
ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა “ტესსუტოსთვის” საბუღალტრო საქმიანობა იყო, რაშიც მას დაეხმარა. მან ბანკის ბიზნეს შეთავაზებით ისარგებლა და ბუღალტრული პროცესების გამართვა მოახერხა.