საზაფხულო შვებულება და სასკოლო არდადეგები დასრულდა – აქტიური სასწავლო და სამუშაო სეზონის დადგომას ვოლტი ტრადიციულად ახალი შეთავაზებებით და ფასდაკლებებით გაგიმარტივებთ. ვოლტი კვლავაც მზადაა, ხელი შეგიწყოთ, რათა ყოველდღიურობას უფრო მარტივად და სასიამოვნოდ დაუბრუნდეთ, გამოიძახოთ საუზმე დილისთვის თუ სნექები გვიან ღამით.
ვოლტი, ათეულობით პარტნიორი ობიექტის და მაღალი ხარისხის სერვისის მეშვეობით, ცხოვრებას იმ ოჯახებსაც გაუმარტივებს, სადაც მოსწავლეები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. ვოლტის პარტნიორები მომხმარებელს სკოლისა და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ მრავალფეროვან პროდუქტს თუ სერვისს სთავაზობენ.
სასწავლო წლისთვის სამზადისის გარდა, ვოლტი თქვენი საიმედო მეგობარია ყველა საქმეში – საკვები პროდუქტების თუ საყოფაცხოვრებო ნივთების მარაგის შევსებიდან, საჩუქრების გაგზავნამდე, რაც საზაფხულო დასვენების შემდეგ რუტინასთან დაბრუნებისას ძალიან მნიშვნელოვანია.
საშემოდგომო რუტინასთან დაბრუნების კამპანიას მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი კომპანია ვოლტი სხვადასხვა სიახლეებით – 60%-მდე ფასდაკლებებითა და სპეციალური შეთავაზებებით იწყებს.
ყოველდღიურად ახალი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტით გამორჩეული ვოლტ მარკეტი და ვოლტის პარტნიორი სუპერმარკეტები მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად ფასდაკლებას სასკოლო ნივთებზეც გთავაზობენ.
ვოლტ მარკეტზე ხელმისაწვდომი Deli-ს მრავალფეროვანი პროდუქცია კი იმის გარანტია, რომ აქ შეიძენთ ყველაფერს, რაც სკოლისთვის გჭირდებათ და თან დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
სხვადასხვა პროდუქტზე 60%-მდე ფასდაკლებებია ვოლტის ისეთ მსხვილ პარტნიორ სუპერმარკეტებშიც, როგორებიცაა – კარფური, გუდვილი, გასტრონომი, ევროპროდუქტი და სპარი.
მომხმარებლის კომფორტი და მუდმივი სიახლეების შეთავაზება ვოლტის განსაკუთრებული პრიორიტეტია. უმაღლესი ხარისხის სერვისი კი ვოლტის უცვლელი ხელწერაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ საჭირო მომენტში მიიღებთ თქვეთვის ყველაზე საჭირო შეკვეთებს, რათა თქვენი დღე სასიამოვნო და წარმატებული იყოს.
