როგორ გაჰყავთ წყალქვეშა გვირაბები

შეიძლება დაინტერესებულხართ, როგორ გაჰყავთ გვირაბები წყალქვეშ და ამის უჩვეულო სცენებსაც წარმოიდგენდით. ინჟინრებისა და მეცნიერების დამსახურებით დღეს რამდენიმე საშუალება არსებობს, რომლებიც ამ საკმაოდ რთულ პერსპექტივას რეალობად აქცევს:
გვირაბის ფარი
წყალქვეშ გვირაბების გაყვანა თავიდან დიდი გამოწვევა იყო, თუმცა გამოსავალი 1818 წელს მარკ ისამბარდ ბრუნელმა, ფრანგულ-ბრიტანული წარმომავლობის ინჟინერმა, იპოვა. მეცნიერმა შენიშნა, რომ გემის ჭიებს ხის გაბურღვაში ნიჟარის მსგავსი ფარები ეხმარებოდა. ამ პრინციპით შთაგონებულმა ბრუნელმა გვირაბის ფარი გამოიგონა.
ამ შემთხვევაში ფარი სხმული რკინის მართკუთხა ჩარჩო იყო, რომელსაც გამოსაღები პანელები ჰქონდა. თითო ჯერზე თითო პანელი იხსნებოდა, რათა მაღაროელებს ფარს გარეთ არსებული მასა გაეთხარათ. შემდეგ ხრახნიანი დომკრატებით ფარს წინ უბიძგებდნენ და აღნიშნულ პროცესს იმეორებდნენ, ფარის უკან უკვე გათხრილ სივრცეში კი პარალელურად გვირაბის კედლებს აშენებდნენ.
ასე პირველი წყალქვეშა გვირაბი გაიყვანეს მდინარე ტემზაში 1842 წელს. შემდგომში ფარის წინ არსებულ ჰაერს წნევას აწვდიდნენ, რათა გვირაბის გაყვანისას დატბორვა შეეჩერებინათ, შედეგად კი მომდევნო გვირაბები კიდევ უფრო დაიხვეწა.
გვირაბის ფარებს დღესაც იყენებენ, თუმცა ახლა ისინი ცილინდრული ფორმისაა და, როგორც წესი, ფოლადისგან მზადდება. ამ მასალით გვირაბის დამჭერ ფრთებსაც ამზადებენ. თანამედროვე ვარიანტებში ჰიდრავლიკური დომკრატებიც გვხვდება, რომლებმაც ფარს წინ უნდა უბიძგოს. მეორე მხრივ, როცა ფარი არ მოძრაობს, მის წინ არსებული სივრცის წვდომა კარიდანაა შესაძლებელი. აქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებისთვის ფარებს სპეციალური დამცავიც აქვს.
გვირაბგამყვანი საბურღი მანქანები
ნიადაგის თხრა ერთია, თუმცა წყალქვეშ ბურღვას სხვა სპეციფიკა აქვს და თანამედროვე ტექნოლოგიებიც სწორედ აქ ერთვება. ცნობილია, რომ ლა-მანშის გვირაბის გაყვანისას გვირაბგამყვანი საბურღი მანქანები (TBM-ები) გამოიყენეს.
TMB-ებსაც გვირაბის ფარების ანალოგიური ფუნქცია აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში ქვის საჭრელად მექანიკური მბრუნავი თავი გამოიყენება და არა ადამიანის ძალა. ქვა ამ თავის ზეწოლის შედეგად იშლება. ეს ნარჩენები ლენტურ ტრანსპორტიორზე ბრუნდება და ნარჩენების გაზიდვა ადამიანებს არ უწევთ.
სამი 56.3-კილომეტრიანი გვირაბის გასაჭრელად ჯამში 11 TMB გამოიყენეს. გვირაბთა წყალქვეშა მონაკვეთებში ფსკერიდან 45 მეტრით ქვემოთაა.
მილების ჩაძირვა
მოყვანილი მეთოდების გამოყენებით თხრის პარალელურად გვირაბის კედლებს აშენებენ, თუმცა წყალქვეშ გვირაბის გაყვანა მილის ჩაძირვითაც შეიძლება. ეს მეთოდი ამერიკელმა ინჟინერმა უილიამ ჯეი უილგუსმა შეიმუშავა.
ამ დროს გვირაბს სხვაგან ამზადებენ და რამდენიმე ასაწყობ-დასაშლელ სეგმენტს ქმნიან; იმ ადგილას, სადაც გვირაბი უნდა იყოს, მდინარის ან ზღვის ფსკერს თხრიან; ამ სეგმენტებს შესაბამის ტერიტორიამდე მიაცურებენ და ძირავენ, შემდეგ კი წყლისგან ცლიან და ამოთხრილ მასალას გვირაბს ზემოდან აყრიან, რათა კონსტრუქცია ჩაიმარხოს და ფსკერი აღდგეს.
· გადახედვა მეცნიერება ახალი ინტერაქტიური რუკით გაიგებთ, როგორი კლიმატი იქნება თქვენს ქალაქში 2080 წელს ახალი ინტერაქტიური რუკით გაიგებთ, როგორი კლიმატი იქნება თქვენს ქალაქში 2080 წელს
· გადახედვა მეცნიერება Mars Express-მა მარსის ზედაპირზე 600 კილომეტრზე გადაჭიმული უზარმაზარი ხრამი გადაიღო Mars Express-მა მარსის ზედაპირზე 600 კილომეტრზე გადაჭიმული უზარმაზარი ხრამი გადაიღო
· გადახედვა მეცნიერება გველმა, სახელად რონალდუმ, 14 ნაშიერი “უბიწოდ შვა” — აქამდე ის მამრი ეგონათ გველმა, სახელად რონალდუმ, 14 ნაშიერი “უბიწოდ შვა” — აქამდე ის მამრი ეგონათ
· გადახედვა Sci-Tech შეიძლება თუ არა ცემინების შეკავება შეიძლება თუ არა ცემინების შეკავება
· გადახედვა ფლორა და ფაუნა ჰიპოპოტამები ვერ ცურავენ, თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ჰაერში “აჭრა” შეუძლიათ ჰიპოპოტამები ვერ ცურავენ, თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ჰაერში “აჭრა” შეუძლიათ