როგორ გამოიყურებოდნენ 10 წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალები: ნინა ზარქუასა და ანუკი არეშიძის მეგობრობის ამბავი და ფოტოარქივი – Marao

დიზაინერები, და ნინა ზარქუა წლებია მოდის სამყაროს მნიშვნელოვანი ფიგურები არიან. ორივეს აქვს გამორჩეული ხედვა, ინდივიდუალური სტილი და ძლიერი გავლენა ქართული მოდის განვითარებაზე. თუმცა პროფესიულ წარმატებასთან ერთად მათი მეგობრობა თვალში საცემია, რომელიც წლებთან ერთად კიდევ უფრო მტკიცე გახდა.
2025 წელს ნინამ თავის ინსტაგრამ გვერდზე ძველი მოგონება გააზიარა – ფოტო, რომელიც 2015 წელს ბათუმშია გადაღებული, წარწერით: “ 2015″.
ანუ­კი და ნინა ხში­რად შო­პინ­გობ­დნენ ერ­თად უცხო­ეთ­ში, მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, აქ­ვეყ­ნებ­დნენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს და გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.
2018 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათი მე­გობ­რო­ბა დას­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე ორი­ვეს არა­ერ­თხელ ჰკი­თხეს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რა გახ­და მი­ზე­ზი, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­დნენ, მაგ­რამ ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ ანუ­კი არე­ში­ძემ ნინა ზარ­ქუ­ას ჩექ­მის მო­დე­ლის კო­პი­რე­ბა და­აბ­რა­ლა… ქა­ლე­ბის ჩხუბს კა­ცე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია და ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი-კა­ლა­ძე ისევ აგ­რძე­ლებ­დნენ მე­გობ­რო­ბას. ცოტა ხნის წინ კი ნინამ და ანუკიმ ურთიერთობა აღადგინეს და ერთად კვლავ დიდ დროს ატარებენ.
ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე 1989 წლის პირველ ივლისს დაიბადა. ანუკი სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში, მილანში. ჰქონდა სამოდელო კარიერა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ის აქტიურად დაკავდა საკუთარი ბრენდის შექმნითა და განვითარებით. ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
2013 წელსვე ანუკი არეშიძემ ფეხბურთელ ზე იქორწინა.
“მე 18 წლის ვიყავი. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. იქ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. ცოტა ხნის შემდეგ, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. კახი სიყვარულს ჩუმად, უთქმელად გამოხატავდა. თვალებით მესაუბრებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. სხვა გოგონები ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ, როცა მის გვერდით მხედავდნენ” – ამბობდა მაშინ ანუკი.
კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.
ნინა ზარ­ქუა ქარ­თუ­ლი მო­დის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა, რომ­ლის დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­ბე­ბი მუდ­მი­ვად იქ­ცევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ის არამ­ხო­ლოდ დი­ზა­ი­ნე­რი, არა­მედ თა­ვა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­დის მიმ­დე­ვა­რია, რაც მას ქარ­თუ­ლი მო­დის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს. ნი­ნას მე­უღ­ლე ფეხ­ბურ­თე­ლი, ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლია, და მათ ერ­თად სამი შვი­ლი ჰყავთ.
ნინა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ს უმცროსი დაა.
ჟურ­ნალ “ბო­მონდთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ზარ­ქუა ოჯახ­სა და ძმა­ზე ჰყვე­ბო­და: “უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-იან წლებს და­ემ­თხვა. უფ­რო­სი და-ძმა მყავს, მე ნა­ბო­ლა­რა ვარ და ყვე­ლა მა­ნე­ბივ­რებ­და. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მა­ში­ნაც ვხვდე­ბო­დი. დედა ერი­დე­ბო­და ჩვენს ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბას.
გო­გო­ნე­ბი დამ­ყო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ძმა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და მთე­ლი ოჯა­ხი სულ მის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, მეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი… ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ – ჰყვე­ბა ნინა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ძმის სიმ­კაც­რის მი­უ­ხე­და­ვად ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და ახლა სამი მოზ­რდი­ლი შვი­ლი ჰყავს…