როგორ გამოიყურებოდა “მის სამყარო” 2023 შანის პალასიოსი 5 წლის წინ – პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალის ცხოვრების საინტერესო დეტალები – Marao

როგორ გამოიყურებოდა “მის სამყარო” 2023 შანის პალასიოსი 5 წლის წინ – პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალის ცხოვრების საინტერესო დეტალები – Marao
18-19 ნოემბრის ღამეს ელ სალვადორში მის სამყაროს 72-ე კონკურსის ფინალი გაიმართა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად ნიკარაგუელი შანის პალასიოსი აღიარეს. გვირგვინის მიღებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბავშვობიდან სურდა ასეთ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობა და საბოლოოდ მისი ოცნება ახდა. იგი გახდა თავისი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
სამომავლოდ, შანისს, ალბათ, კიდევ ბევრი ინტერვიუს მიცემა მოუწევს, მაგრამ ამ დროისთვის გოგონას შესახებ საკმაოდ ცოტაა ცნობილი. ის 23 წლისაა, დაიბადა ქალაქ მანაგუაში და მუშაობს მოდელად და ტელეწამყვანად. პარალელურად, პალასიოსი ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილ პროექტს ავითარებს და არ მალავს, რომ წარსულში ფსიქიკური სირთულეების წინაშე იდგა.
როგორც ჩვეულებრივ ხდება, ინტერნეტის ბევრი მომხმარებელი უკმაყოფილო იყო ჟიურის წევრების არჩევანით. ზოგიერთმა დაიწყო იმის აღნიშვნა, რომ შანის პალასიოსი 23 წელზე ბევრად უფროსი გამოიყურებოდა, ზოგი კი ეჭვობდა, რომ მას პლასტიკური ქირურგია და ნათელი მაკიაჟი უყვარდა. დღესდღეობით გოგონას სოციალურ ქსელებში მაკიაჟის გარეშე ფოტოების მოძებნა ნამდვილად რთულია, თუმცა შანისი ასევე არ მალავს, როგორ გამოიყურებოდა წარსულში.მის პირად ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ 5 წლის წინ გადაღებული კადრები – და იმ დროს მომავალი მის სამყარო უბრალოდ მომხიბვლელად გამოიყურებოდა! სკოლაში ეკეთა სათვალეები და ბრეკეტები, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა სილამაზის დედოფლის ტიტულზე ოცნებაში. სხვათა შორის, შენისის დებიუტი Miss Teen Nicaragua-ის კონკურსში ჯერ კიდევ 2016 წელს შედგა. მოგვიანებით იგი წარმოადგენდა ქვეყანას Teen Universe-სა და Miss World 2021-ში, სადაც ტოპ 40-ში მოხვდა.
ახლა შენისმა აისრულა თავისი მთავარი ოცნება და მიიღო ნანატრი გვირგვინი. მასთან ერთად მთავარი სილამაზის ტიტულისთვის 80-ზე მეტი გოგონა იბრძოდა, მაგრამ სწორედ პალასიოსს გაუმართლა.