როგორ გამოითვლება მასწავლებლის ხელფასი 1 ივლისიდან?

1 ივლისიდან სკოლის მასწავლებლების ხელფასი იზრდება – ამბობენ მთავრობაში. მათი გამოთვლით, ანაზღაურება გაიზრდება 200-დან 800 ლარამდე. მასწავლებლის ხელფასი რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით გამოითვლება.
საბოლოო ხელფასზე გავლენა ექნება:
· განათლებასა და კვალიფიკაციას;
· სამუშაო სტაჟს;
· დატვირთვას;
· სხვა გარემოებებს.
კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი შეძლებს მარტივად გაიგოს რამდენით გაიზრდება მისი ხელფასი. თუმცა, რადიო თავისუფლება ეცდება, მომავალ ანაზღაურებაზე ზოგადი წარმოდგენა შექმნას.
1 ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურებაზე გავლენას აღარ მოახდენს ინგლისურისა და კომპიუტერული უნარების ცოდნა, სერტიფიცირება.
კვირაში ერთი გაკვეთილის ჩატარებისთვის ყველა მასწავლებლის ხელფასი 94 ლარიდან 103 ლარამდე განისაზღვრა (დამოუკიდებულია გაკვეთილების რაოდენობაზე). გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხას დააკლდება საშემოსავლო გადასახადი – 20% და საპენსიო შენატანი 2%. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი თითოეულ ჩატარებულ გაკვეთილზე ხელზე აიღებს 73 ლარიდან 80 ლარამდე თანხას.
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი კვირაში 15 გაკვეთილზე მეტს ატარებს სამუშაო გამოცდილების მიხედვით ემატება 15-დან 45 ლარამდე ხელფასი, განათლებისა და კვალიფიკაციით კი 20-დან 100 ლარამდე.
უფრო კონკრეტულად:
დანამატი სამუშაო გამოცდილების მიხედვით :
· 5 წლამდე სტაჟის მქონე მასწავლებელს – 15 ლარი;
· 5-დან 10 წლამდე სტაჟის მქონეს – 30 ლარი;
· 10 წელზე მეტი სტაჟის მქონეს – 45 ლარი.
დანამატი განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით:
· ბაკალავრის სტატუსის მქონეს 20 ლარი;
· მაგისტრის სტატუსის მქონეს – 40 ლარი;
· დოქტორის სტატუსის მქონეს – 100 ლარი.
*ამ შემთხვევაშიც დააკლდება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი, ჯამში 22%.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს