როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან – საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) ინფორმაციით, ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კერძოდ:
· 2000-2012 წლებში საქართველოში 2 370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი – 9 300 კომპანია.
· 2012 წელს ირანიდან 82 885 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 2-ჯერ მეტი – 145 670 ვიზიტორი.
· 2001-2012 წლებში ირანიდან 8 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი – 40 მილიონი დოლარის.
· 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან 119 მილიონი დოლარი იყო (19 მლნ ექსპორტი, 101 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 2.7-ჯერ მეტი – 322 მილიონი დოლარი იყო (37 მლნ ექსპორტი, 285 მლნ იმპორტი).
“ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, “ქართული ოცნების” მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. 2024 წელს, ირანის ყოფილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას და ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო,” – წერს TI.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“