“როგორ გავხდი თაღლითი პოლიტიკოსის მსხვერპლი – პრეზიდენტო, არ გირჩევთ თაღლითების პოლიტიკურ ველზე შემოყვანას” – რას ედავება ნანა ლეჟავა შოთა შალელაშვილს

სათაურში შემძლო გამეტანა – როგორ გავხდი თაღლითი პილიტიკოსების მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკოსებად ამ ადამიანების მოხსენიება ცოტა ხმამაღლი განაცხადი მგონია. ამიტომ დავტოვებ როგორც არის.
მოკლედ, გიყვებით: ეს ორი ადამიანი – შოთა შალელაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი და მონა-მორჩილი, ვინმე სანდრო თოფურია თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ჩემთან კონტაქტს, თუმცა უშედეგოდ. საერთო მეგობრის ჩარევის შემდეგ კონტაქტი შედგა. სწორედ იქ გავიგე, რომ პარტიაც ჰქონიათ,
– ორკაციანი, და დიდი გეგმები ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ 2024 არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, უფრო შორეული პერსპექტივის ამბავი იყო ეგ.
მათი მხრიდან დაიდო უამრავი პირობა, რომ სურდათ ეხილათ ყველა პარტიისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. დაგვეწყო მცირე ბიუჯეტით, შემდეგ გავიზრდებოდით. ნუ, პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი, რომ ასე უმიზნოდ ამ საცოდავ ქვეყანაში ტელევიზიას არავინ ხსნის. გარკვევით ავუხსენი, რომ თუ ჰქონდათ იმედი, ეს ტვ მათ ოქტომბრის არჩევნებში რამე დივიდენდებს მოუტანდა, დაევიწყებინათ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, უარყვეს.
ამის შემდეგ იწყება მუშაობა ტვს გასახსნელად: ოფისი, ტექნიკა, სტაფი . რა თქმა უნდა, როგორც მომავალმა დირექტორმა ვიკითხე, რა იქნებოდა ტელევიზიის ბიუჯეტი, რომ განმესაზღვრა მომავალი. ნუ, ამაზე პასუხი იყო – რაც დაგჭირდება -იქნება. გაიწერა სტრუქტურა – პირველ ეტაპზე რამდენი თანამშრომელი გვჭირდებოდა, რა ტექნიკა – და შევუდექით საქმეს. ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვა სანდრო თოფურიას ჩააბარეს, ვინაიდან მე ფინანსებში გარევა არ მოვინდომე. ეს ადამიანი შოთა შალელაშვილის მარჯვენა ხელია და ყველაზე სანდო კაცი, როგორც მივხვდი. საბოლოოდ,თვენახევარში ამ ხალხმა მომთხოვა სასწრაფოდ ეთერში გასვლა, თუმცა ჩვენ არ გვქონდა საეთერო ბადე შევსებული. მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებისთვისაც კი არ ვიყავით ტექნიკურად მზად! (ლაივუები ბოლო დღეს ჩამოვიდა, ბოლო დღემდე არ გვქონდა შიდა ქსელი, ხმის ჩამწერი ოთახი და მილიონი რამ), მაგრამ მფლობელს ეთერში გასვლა ისტერიულად ეჩქარებოდა. ამიტომ, ზუსტად თვენახევარში პირველი ეთერიც შედგა და, პროფესიონალების დამსახურებით, კარგი ეთერი – ამას ვიტყვი ხმამაღლა და თავაწეული.
10 ივნისს გავდივართ ეთერში და მანამდე ვიღებ სანდრო თოფურიას პირობას, რომ ოღონდ ეთერში გავიდე და მექნება ყველაფერი ნორმალური ფუნქციონირებისათვის! არ დაგვიწყდეთ, რომ არ მყავს ფროდაქშენი (ძვირი ჯდებოდა), შესყიდვები, ანუ ჯერ ვერც ვოცნებობ რომ ბადეში საინფორმაციოს გარდა სხვა გადაცემა მექნება, მაგრამ მპირდებიან, რომ, აი, მე ეთერში გავიდე და ოქროს სარაიას ამიშენებენ!
არც ერთი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს ტვ 24 ში, არ მიმიღია ბატონ სანდროსთან შეთანხმების გარეშე! თუმცა მუდმივად მიწევდა ახსნა, მაგალითად, რაში მჭირდება ორი ვიზაჟისტი ! რეგიონებში სტრინგერები (ბიუროები ძვირი სიამოვნებაა), სამ სამონტაჟოზე მეტი, ხუთ კამერაზე მეტი. ვინც ტვ-ში მუშაობთ, ხომ იცით ინჯესტი რას აკეთებს? (ყველა მასალას იღებს) და მე მიწევდა ხმალაობა ამ ორ, ტელევიზიაში დილეტანტ ადამიანთან, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო.
მოკლედ, სადღაც 20 ივნისიდან დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. ბატონმა შოთამ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა (როიტერზე ჯერ თანხმობა მომცეს, მერე გამაუქმებინეს – ძვირიაო) და სანდრო თოფურიას მხრიდან დაიწყო ყველა იმ შეთანხმების და დაპირების უტიფრად უარყოფა და დარღვევა, რაც მანამდე არსებობდა.
ასე, მაგალითად, სანდრო თოფურია ერთი თვის წინ შეხვდა იურისტს, რომელზეც მთხოვა მიმეყვანა და გამეცნო მისთვის, მოელაპარაკა ხელფასზე, გრაფიკზე. ორი შეხვედრის შემდეგ დაითანხმა (ისიც ჩემი ფაქტორის გათვალისწინებით). ერთ თვეში, როცა ორი იურისტი უკვე აყვანილია და მუშაობს – სანდრო ამას იკვირვებს. ამბობს, რომ მანევრი ჩაუტარეს ! და რატომ უნდა უხადოს ხელფასი!ანუ ის ორი შეხვედრა, შეთანხმება, პირზე კოცნა, ვაუ რა მაგარია, რომ დაგითანხმე – გაქრა ხალხო!!
იგივე ხდება ფილმების შესყიდვაზე – ელაპარაკება ერთ-ერთ კომპანიას, სადაც შუამავალი ასევე ვარ მე. მეილზე მე ვუფორვარდებ ფილმების სიას. თავად არჩევს სათითაოდ ფილმებს. 7 ივნისს თავად უკავშირდება ამ კომპანიის ხელმძღვნელს და ტელეფონით უდასტურებს, რომ უნდა ეს ფილმები და ლიცენზიების მოპოვებას თხოვს. ერთ კვირაში ფილმების ნაწილზე ლიცენზია მზადაა. ვაკეთებთ ანონსებს, ვაჩვენებ ამ ანონსებს ბატონ სანდროს. ის უკვე სიხარულით ჭყლოპინებს – ვაუ, რა მაგარი ანონსია (მიმოწერა არსებობს) და როცა უკვე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები, ნურას უკაცრავად! როგორც ჩანს, ბატონ შოთას არ მოსწონს ფასი – ძვირია- და ზარია ჩემთან სანდროსი: მე ამ ფილმებზე არ მითქვამს თანმობა! რატომ იყიდეთ?? ვინ იყიდა??რატომ გადის??
ბოდიშიიიიიი???? მოკლედ,გადააგდეს ის კომპანიაც! სანდრო მის ბატონთან კატეგორულარ უარყოფს რომ ფილმები მისი არჩევანი იყო.
რომელი ერთი მოვყვე კიდევ???
საბოლოოდ რა დამბრალდა მე: უი, რამხელა სტაფია, ვინ გითხრა – ამდენი თანამშრომელი აიყვანეო? როცა ყველა მათგანი გავლილი იყო ბატონ სანდროსთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე დამოუკიდებლად ამ ხალხს ვერ გადავუხდიდი ხელფასს! მანიპულატორი ვარ და ფილმებზე გადაწყვეტილება მიმიმიღია დამოუკიდებლად! ვასაქმებდი ნათესავ -მეგობრებს. დიახ, ბატონო შოთა და ბატონი სანდრო, ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც მე მოვიყვანე, არის პროფესიონალი და თითოეულ მათგანზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს. რასაც ვერ ვიტყვი თქვენს მიერ მოყვანილი თანამშრომლების ნაწილზე, რომლებიც იყვნენ არაკომპეტენტურები და მათი საქმე მხოლოდ “დანოსების” წერა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ