როგორ გავუმკლავდეთ „სადღესასწაულო დეპრესიას“?

ზოგიერთი ადამიანისთვის ზამთრის დღესასწაულები მარტოობას, შფოთვასა და დეპრესიას უკავშირდება, ამას კი ფსიქოლოგები სადღესასწაულო დეპრესიას უწოდებენ. ყველას შეიძლება დაემართოს, განსაკუთრებით უკვე არსებული მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს — მათ 64%-ს სადღესასწაულო სეზონი საკმაოდ მძიმედ გადააქვს… დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში იწყება და მანამ გრძელდება, სანამ სადღესასწაულო სეზონი არ ჩაივლის.
სადღესასწაულო დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები:
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი სადღესასწაულო სეზონზე დამწუხრებული ყოფნაა და ეს ინტენსივობისა თუ ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება, განსხვავდებოდეს. რაც შეეხება სადღესასწაულო დეპრესიის ნიშნებს, ასე გამოიყურება:
· მადისა თუ წონის ცვლილება
· ძილის რეჟიმის დარღვევა
· დეპრესიულ განწყობაზე ყოფნა
· კონცენტრირების გართულება
· დამნაშავედ ყოფნის შეგრძნება
· საკუთარი თავის უმნიშვნელოდ ჩათვლა
· ჩვეულზე უფრო დაღლილად ყოფნა
· შფოთვა, დაძაბულობა, მწუხარება
· სიამოვნების დაკარგვა იმ რაღაცების კეთებისას, რაც ადრე გაბედნიერებდათ
სადღესასწაულო დეპრესიის გამომწვევი ფაქტორები:
· ძილის ნაკლებობა
· საკვებისა თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება — საშობაო სევდას ადამიანები ხშირად არაჯანსაღი ჩვევებით უმკლავდებიან…
· ფინანსური სტრესი — მეგობრებისა და ოჯახის წევრების საჩუქრების ხარჯმა, შესაძლოა, უფრო დაამძიმოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა.
· იზოლირება და მარტოობა — როცა არ გვაქვს შესაძლებლობა, ახალი წელი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გავატაროთ, თავს მეტად მარტოსულად ვგრძნობთ.
· არარეალური მოლოდინები — ამას კი უკვე სადღესასწაულო სეზონის კომერციალიზაცია აკეთებს…