როგორ გავთიშოთ NameDrop ფუნქცია აიფონზე?

iOS 17-ის ერთ-ერთი ახალი ფუნქციაა NameDrop, რომელთან დაკავშირებითაც მომხმარებლების აზრი ორად გაიყო: ზოგიერთი კომფორტულად სარგებლობს მისით, ზოგი კი უფრთხის საკუთარი ინფორმაციის მარტივად გაზიარების შესაძლებლობას. უმეტესად იმის ეშინიათ, რამდენად დაცული იქნება საკონტაქტო ინფორმაცია ამ ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში.
ეს შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მართებულია, რადგან დღევანდელ რეალობაში პირადი მონაცემების დაცვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. თუ თქვენც გაწუხებთ ეს თემა, სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ შეგიძლიათ NameDrop-ის გამორთვა.
კარგი ამბავი ის არის, რომ NameDrop სულაც არა საშიში. Apple-ის თანახმად, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ინფორმაციის იმ ნაწილის არჩევა, რომლის გაზიარებაც გვსურს აღნიშნული ფუნქციით. ასევე, შეგიძლიათ ფუნქცია იმგვარად გააქტიუროთ, რომ მხოლოდ სხვა პირის საკონტაქტო ინფორმაცია მიიღოთ, თქვენი კი არ გასცეთ. ხოლო გაზიარების არჩევისას ყველაფერი ორმხრივ სახეს მიიღებს.
ამრიგად, მომხმარებლებს მაქსიმალურად მორგებული ვარიანტის არჩევა შეუძლიათ — ასე ზემოხსენებული მხარეებიდან ორივე კმაყოფილი დარჩება.
თუ მაინც გამორთვას ამჯობინებთ, ეს საკმაოდ მარტივია:
· გახსენით პარამეტრების აპლიკაცია;
· შედით Generals-ში;
· გადადით AirDrop ჩანართზე;
· ჩანართის გახსნის შემდეგ უბრალოდ გამორთეთ Bring Devices Together ვარიანტი.
თუ აზრს შეიცვლით, უბრალოდ იმავე ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ, უბრალოდ, გამორთვის ნაცვლად, Bring Devices Together უნდა ჩართოთ.