,, როგორ გავაგებინოთ საქართველოს, რომ კიბო სჭირს?!” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
,,რამდენიმე დღით ვიყავი დასავლეთ საქართველოში საზღვაო ქალაქში. ერთი ორჯერ კი შემხვდა კედელზე წაწერილი “თავისუფლება მზიას”, მაგრამ მაინც განცდა მქონდა, რომ რუსთაველიდან ძალიან, ძალიან შორს ვიყავი…
შეგრძნება გამიჩნდა, რომ საქართველოს სხეულს რომ ავთვისებიანი კიბო აქვს შეყრილი, ამას მთელი სხეული ჯერ ისევ ვერ ხვდება და ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას მაშინ, როცა კიბო იზრდება, სტადიებს იცვლის და ნელ-ნელა ძალიან საშიში ხდება.
მთელი სხეულის სიცოცხლის გადასარჩენად კი უჯრედების მხოლოდ ნაწილი იბრძვის თავგანწირვით, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, ოღონდ მთელი სხეული და ორგანიზმი გადაარჩინოს.
როდის მიხვდება დანარჩენი სხეული, რომ ყველას ბრძოლის დროა “სანამ გვიან არ არის”?!
როგორ გავაგებინოთ საქართველოს, რომ კიბო სჭირს?!
როგორ გავაგებინოთ, რომ გამოსაჯანმრთელებლად ყველას ჩართულობაა საჭირო, რომ მალე დამარცხდეს მომაკვდინებელი სენი, სანამ ყველაფერს მოედება?!“