როგორ გადაარჩინა -მ ირანში ჩამოგდებული F-15-ის პილოტები – NYT დეტალებს ავრცელებს

The New York Times ირანში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრის გადასარჩენად -ის მიერ ჩატარებული ოპერაციის დეტალებს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მასში სპეციალური ოპერაციების ასობით ჯარისკაცი და სხვა სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ – მათ შორის, აშშ-ის საზღვაო ძალების SEAL Team Six-ს წევრები. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელებმა გამოიყენეს ათობით გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენები, კიბერ, კოსმოსური და სხვა დასაზვერვო საშუალებები.
გამოცემის ინფორმაციით, 2 სატრანსპორტო-სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ეკიპაჟის გადარჩენილი წევრი და სამხედროები უსაფრთხო ადგილზე უნდა გადაეყვანა, ირანში მდებარე ბაზაზე გაიჭედა და შეფერხდა, რის გამოც, მათი აფეთქება გახდა საჭირო, რათა ისინი ირანელებს ხელში არ ჩავარდნოდა.
The New York Times წერს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, აშშ-მა ადგილზე 3 ახალი თვითმფრინავი გააგზავნა და სწორედ ამ ეკიპაჟის წევრებმა ააფეთქეს გაჭედილი 2 თვითმფრინავი და წამოიყვანეს გადარჩენილი მფრინავი და ადგილზე მყოფი სამხედროები.
გამოცემის ცნობით, ეკიპაჟის გადარჩენილი წევრი სამხედრო შეიარაღების ოფიცერია და ის მკურნალობის მიზნით ქუვეითშია გადაყვანილი.
5 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა თქვა, რომ ირანში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრი, რომელსაც ეძებდნენ, იპოვეს და ის ახლა უსაფრთოხდაა.
დასავლური მედია საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 3 აპრილს ირანმა აშშ-ს F-15E ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებდნენ.