როგორ “გადააგდო” “ნაპოლი” “ფროზინონეს” ნახევარმცველმა

რამდენიმე დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” “ფროზინონეს” 24 წლის ნახევარმცველს, მარკო ბრეშიანინის ერთსეზონიანი იჯარით და გამოსყიდვის 11-მილიონიანი აუცილებელი პირობით აიყვანდა, მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა.
დღეს ბრეშიანინიმ რომის ვილა სტიუარტის კლინიკაში “ნაპოლისთვის” სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყო, მაგრამ მოულოდნელად ნეაპოლურ კლუბს უგანა.
ბრეშიანინიმ “ატალანტაში” გადასვლა გადაწყვიტა, რომელმაც როგორც ჩანს, უკეთესი პირობები შესთავაზა. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.