„მათვის, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია“ — სწორედ ამ გზავნილით მარტის დასაწყისში საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობა მისცა. საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით, იმ ბიზნესებმა, რომლებიც მომხმარებლებს ყვავილებს, აქსესუარებსა და ტკბილეულს სთავაზობენ, სპეციალური შეთავაზება შექმნეს. შეთავაზება აღნიშნულ ობიექტებში ფასდაკლებასა და ქეშბექს ითვალისწინებდა. ამაში კი ბიზნესებს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი დაეხმარა. ამასთან, ბიზნესებმა სპეციალური პროდუქტებიც მოამზადეს კამპანიის ბრენდირებით.
